1 2 3 4 5
ბოლო წუთების სინდრომი - „რუსთავი“ – „მერანი“ 1-0

      ეროვნული ლიგა 2-ის გათმაშებაში „მერანმა“ სულ 2 მატჩი წააგო და ორივე შეხვედრაში ბოლო წუთებზე გაუშვეს მარტვილელებმა დასანანი გოლი. არადა, დღეს, სტუმრებს უშუალო კონკურენტთან, შეხვედრის პირველი ტაიმი ცუდს არაფერს უქადდა, პირიქით, მეტი საგოლე მომენტიც შექმნეს და ბურთსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ..

 

 ტურის ცენტრალური მატჩის საყურებლად კი საკმაოდ მოვიდა გულშემატკივარი და თამაშმაც აშკარად გაამართლა. პირველი 25 წუთი „მერანი“ დაეუფლა უპირატესობას და ცოტა რომ გამართლებოდათ მარტვილელებს ანგარიშს გახსნიდნენ. თუმცა მანამდე ზვიად ლობჯანიძემ ვერ გამოიყენა რეალური შანსი ახლო მანძილიდან. საპასუხო იერიში მე-15 წუთზე სერგეი ტრეტიაკმა შექმნა, აღნიშნულ ეპიზოდში უკრაინელი მჭიდროდ ეთამაშა რუსთაველ მცველს და ბურთი დააკარგვინა საკუთარ საჯარიმოსთან, შეტევა თავადვე გააგრძელა ტრეტიაკმა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს ოდნავ წინ გაექცა ბურთი და მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია "რუსთავის" დარაჯმა.

 

 მე-18 წუთზე კიდევ ერთხელ იხსნა მერლანმა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან. ამჯერად ბენჟამინ ტეიდის კარგი გადაცემის შემდეგ, მეტოქე გუნდის საჯარიმოში მყოფმა რევაზ ბარაბაძემ კარგად დაამუშავა ბურთი და კარშიც დაარტყა, რა დროსაც მეკარემ ითამაშა ჩინებულად.

 

 35-ე წუთზე „მერანის“ ნიგერიელმა ლეგიონერმა ზუსტი პასით ტრეტიაკი გაიყვანა კარგ პოზიციაზე, ჩვენი ფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 

 ტაიმის მიწურულს, გოგინაშვილის მიერ ყუმბარისებურად გასროლილმა ბურთმა ჩაუქროლა კულუას კარის გვერდითა ძელს.

 

 მეორე ნახევარში რუსთაველების კარნახით წარიმართა და ამის მთავარი მიზეზი მე-60 წუთზე მსაჯის მიერ რევაზ გეწაძის გაძევება გახლდათ. 10 კაცით დარჩენილმა "მერანმა" მეორე ნომრად არჩია თამაში და ქულასთან ახლოს იყვნენ "მერანელები", რომ არა საბედისწერო ბოლო წუთები. შეხვედრის 88-ე წუთზე "მერანის" კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა დათა სიჭინავამ შეასრულა ზუსტად და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

 

 მიუხედავად ამ მარცხისა, „მერანი“ სატურნირო ცხრილში კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს, მხოლოდ ისაა, ლიდერს უშუალო კონკურენტები საკმაოდ მიუახლოვდნენ. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში გამართავს. მეტოქე ლანჩხუთის "გურია" იქნება. ეს შეხვედრა 2 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28