1 2 3 4 5
ეროვნული ლიგა 2-ის, XV ტურის შედეგები

    ეროვნული ლიგა 2-ის, XV ტური დღეს განახლდა. მარტვილში, "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე წყალტუბოს "სამგურალმა" "გაგრას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი "სამგურალის" კარში გიორგი ქურდაძემ გაიტანა 46-ე წუთზე.

 

 ფრედ 1-1 დასრულდა "გურიას" და "ცხინვალის" დაპირისპირება ლანჩხუთში. ანგარიში თამაზ მაქაცარიამ გახსნა 34-ე წუთზე, თუმცა მასპინძელთაგან ალექსი ბენაშვილმა გაათანაბრა მეორე ნახევარში და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

 

 ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა რუსთავში, "ფოლადზე" შედგება. მარტვილის "მერანი" "რუსთავს" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28