1 2 3 4 5
"მერანის" ახალგაზრდული გუნდის ფრე ბათუმის "დინამოსთან"

 VI ტურის მატჩი ჩაატარა, ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, "მერანის" 19-წლამდე გუნდმა. მარტვილელები "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოს" ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სტუმრების საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

 

 "მერანელებს" დაწინაურება მე-5 წუთზე შეეძლოთ, დავით ლუკავამ მეტოქე გუნდის საჯარიმოში კარგად დაამუშავა ბურთი და დაარტყა, მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.

 

 37-ე წუთზე ისევ ლუკავა მოექცა ყურადღების ცენტრში,მარტვილელი, თოლორდავას მიერ წამოწყებულ შეტევას აგვირგვინებდა, "დინამოს" კიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.

 

 ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა საკმაოდ სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს, ლუკა მიქაძე პირისპირ გავიდა მეკარესთან და რომ არა მაკარაშვილის ჩინებული თამაში გოლი გარდაუვალი იყო, "მერანის" ასაკობრივი გუნდის კიპერმა დროულად დატოვა კარი და ნახტომში, კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 

 51-ე წუთზე ლუკა შონიას უძლიერესი დარტყმული ბურთის მოგერიება მოუწია კონცელიძეს.

 

 67-ე წუთზე კი ხელსაყრელ ადგილას ბერიძე აღმოჩნდა, თუმცა "დინამოს" ფეხბურთელმა უხეიროდ დაარტყა და ხიფათიც განიმუხტა.

 

 მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა ირაკლი ცხაკაია "დინამოს" საჯარიმოში წაიქცა, "მერანელები" თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ეპიზოდში თამაშის წესი არ დარღვეულა.

 

 ამრიგად, მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. "მერანის" 19-წლამდე გუნდი 10 ქულით მეხუთე პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. მარტვილელები მომდევნო ტურის შეხვედრას საკუთარ სტადიონზე ჩაატარებენ. 19 აპრილს ჩვენი გუნდის მეტოქე "ზუგდიდის" ასაკობრივი გუნდი იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28