1 2 3 4 5
"შეუჩერებელნი მარტვილიდან და ისევ ტრეტიაკი!"

 მარტვილის "მერანი" ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. "მერანელებმა" დღეს "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე "რუსთავს" უმასპინძლეს და სერგეი ტრეტიაკის დუბლით 2-1 დაამარცხეს მეტოქე. "მერანის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებასთან ერთად, მეხუთე გოლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში სერგეი ტრეტიაკმაც.

 

 გიორგი მიქაძის დამოძღვრილი გუნდი უდანაკარგოა მიმდინარე სეზონში და რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა, "მერანელები" სანახაობრივი, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთით ანებივრებენ საკუთარ გულშემატკივრებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო, უხვად მოვიდნენ დღეს სტადიონზე და მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ქომაგობდნენ "მერანს".

 

 მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა, გულშემატკივარმა და დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს დაღუპული 21 გმირის ხსოვნას.

 

 შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა და მარტვილელებმა ბურთზე კონტროლი მალევე დააწესეს, თუმცა პირველი ორი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, მე-7 წუთზე მეტრეველმა დაარტყა არაზუსტად ახლო მანძილიდან, მომდევნო ეპიზოდში კი ექს-მერანელ ჩიმაკაძეს უმტყუნა მიზანმა.

 

 "მერანის" საპასუხო იერიში საკმაოდ სახიფათო გამოდგა, კიჭი მელიავას მიერ წამოწყებული შეტევა კურდღელაშვილმა გააგრძელა, მაგრამ მცველებმა შეუშალეს ხელი "რუსთავის" საჯარიმოში, იქიდან გამოვარდნილ ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან ლომაშვილი დაუხვდა და ყუმბარისებურად გაისროლა მერლანის კარის მიმართულებით, ბურთი ზემოდან გადაცდა კარს.

 

 28-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა აართვა მეურვეს ბურთი და კურდღელაშვილს დაუთმო, კურდღელაშვილმა ფლანგზე შულაიას გაუკეთა გადაცემა, შულაიას პასის შემდეგ ტრეტიაკი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა "რუსთავის" კარის დარაჯს 1-0.

 

 31-ე წუთზე რევაზ გეწაძემ დაჰკრა შორიდან, მცირე რიკოშეტის შემდეგ ტრეტიაკს მიუვიდა ბურთი და ახლოს იყო მეორე გოლის გატანასთან, მაგრამ ოდნავ წინ გაექცა ბურთი უკრაინელს და მეკარე დაეუფლა.

 

 83-ე წუთზე "მერანის" ლეგიონერმა მაინც შეასრულა დუბლი. სერგეი ტრეტიაკმა კიდევ ერთხელ გაახარა ადგილობრივი პუბლიკა, როცა ბენჟამინ ტეიდის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით, მოჭრილი დაარტყმით 2-0 გახადა ანგარიში.

 

 თამაშის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ 90-ე წუთზე დათა სიჭინავას მიერ ზუსტად შესრულებულმა საჯარმო დარტყმამ, მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რუსთაველებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მთელი გუნდით წინ წავიდნენ. შეხვედრის გადარჩენის შანსი გაუჩნდა მეტრეველს, მაგრამ მისი დარტყმა გამოცდილმა მამალაძემ გააქვავა. მესამე გოლის გატანა "მერანსაც" შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შემოსული შოთა ჯიქია ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი "მცველს" მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა.

 

 ამრიგად "მერანმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მიითვალა. ჩვენი გუნდი 16 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ბოლნისის "სიონს". მარტვილელები მომდევნო ტურის მატჩს ლანჩხუთში გამართავენ სტუმრად, სადაც ადგილობრივ "გურიას" დაუპირისპირდებიან.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28