1 2 3 4 5
"მერანი" VS "რუსთავი" - ბრძოლა მორიგი გამარჯვებისთვის!

    ეროვნული ლიგა 2-ის მეექვსე ტური დღეს, ორი მატჩით განახლდება. "მცხეთა პარკზე" "გაგრა" და "სამგურალი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. "ფოლადზე" კი "ცხინვალი" "გურიას" უმასპინძლებს.

 

 ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი ხვალ გაიმართება. "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი "მერანი" "რუსთავს" მიიღებს და მორიგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

 

 მატჩამდე ერთად მიმოვიხილოთ გუნდების სატურნირო მდგომარეობა, ურთიერთშეხვედრები და სხვა პერიპეტიები.

 

"მერანი"
ჩინებული სტარტი აქვს მარტვილის "მერანს" ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში. მარტვილელებს მეხუთე ტურის თავზე ერთი ფრე და ოთხი გამარჯვება აქვთ. ბურთების შეფარდება 12-2. ჩვენმა გუნდმა წინა ტურში "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა მისავე სტადიონზე     3-1. მართალია, ამ შეხვედრაში შოთა დავლაშელიძის გოლით 1-0 იგებდნენ მასპინძლები, თუმცა ვაჟა ლომაშვილმა პირველ ტაიმში გაათანაბრა ანგარიში, მეორე ნახევარში რევაზ გეწაძემ წინ გაიყვანა თავისი გუნდი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერგეი ტრეტიაკმა დააფიქსირა საბოლოო შედეგი. "მერანელები" სატურნირო ცხრილს 13 ქულით ლიდერობენ.

 

"რუსთავი"
"გაგრასთან" მარცხის შემდეგ, საკუთარ სტადიონზე დიდი ანგარიშით იმარჯვა "რუსთავმა" "ცხინვალის" წინააღმდეგ. მასპინძლები მატჩის დებიუტში დაწინაურდნენ. 2-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ლუკა თათხაშვილმა გაიტანა. რასაც გუნდის ლიდერის დათა სიჭინავას ჰეთ-თრიკი მოჰყვა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს და შეხვედრა 4-1 დასრულდა. რუსთაველებს ორი გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვთ, შესაბამისად 7 ქულით მეხუთე ადგილს იკავებენ სატურნირო ცხრილში.

 

ურთიერთშეხვედრები
"მერანს" და "რუსთავს" ურთიერთშეხვედრების ხანმოკლე ისტორია აქვთ. ეს გუნდები ჩემპიონატში ორჯერ შევხდნენ ერთმანეთს და ორვე მატჩი მარტვილელების გამარჯვებით დასრულდა. მარტვილში 2-1 მოიგეს მასპინძლებმა, "ფოლადზე" კი მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა "მერანმა", მაშინ ერთადერთი გოლი "რუსთავის" კარში ლაშა ჩალაძემ გაიტანა. რაც შეეხება მესამე მატჩს, უკანასკნელი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის ამა წლის 15 მარტს შედგა დავით ყიფიანის სახელობის თასზე და 90+2 წუთზე დათა სიჭინავას მიერ გატანილი გოლით შემდეგ ეტაპზე "რუსთავი" გავიდა.

 

მსაჯები
"მერანი" - "რუსთავის" შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მთავარ მსაჯს ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და დ. ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი მ. ბეუქლიშვილი იქნება.

 

 მეექვსე ტურის აღნიშნული მატჩი 9 აპრილს "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. 9 აპრილს მოდი სტადიონზე და უგულშემატკივრე შენს საყვარელ გუნდს, იმისთვის, რომ მორიგი გამარჯვება მოიპოვის!



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29