1 2 3 4 5
"მერანის" ახალგაზრდული გუნდის მორიგი საშინაო გამარჯვება

  საკუთარ სტადიონზე უდანაკარგოა მარტვილის "მერანის" 19 წლამდელთა გუნდი. ცოტნე მონიავას შეგირდებმა დღეს, ლანჩხუთელ თანატოლებს უმასპინძლეს და მეტოქე 2-1 დაამარცხეს.

 

 ანგარიში მე-5 წუთზე დავით ლუკავამ გახსნა, რომელმაც ინდივიდუალურად ითამაშა კარგად, "გურიას" საჯარიმოში შესული ლუკავა მცველებს ადვილად გაუმკლავდა და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

 

 29-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა შეასრულეს სტუმრებმა სახიფათოდ, ჟიშკარიანმა ბურთის დაუფლება ვერ მოახერხა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან დაამატა და ძელმა იხსნა "მერანის" ასაკობრივი გუნდის კარი, თუმცა მესამე ცდაზე გიორგი ნარიაშვილმა დაასწრო ყველას და წონასწორობა აღადგინა 1-1.

 

 გამარჯვების მომტანი გოლი კი მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გავიდა. ირაკლი შულაიას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი "მერანის" ჭაბუკთა ლიგის ბომბარდირმა, თენგიზ თოლორდავამ თავური დარტყმით გადაგზავნა "გურიას" კარში და დღევანდელ შეხვედრაში პირველი, მიმდინარე სეზონში კი მეხუთე გოლი მიითვალა.

 

 ამრიგად, "მერანის" ახალგაზდრულმა გუნდმა მეტოქე 2-1 დაამარცხა. ნორჩი "მერანელები" მომდევნო ტურის მატჩს ქობულეთში გამართავენ "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოს" 19-წლამდე გუნდის წინააღმდეგ.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0