1 2 3 4 5
17-წლამდე გუნდი "სამგურალთან" დამარცხდა

 კიდევ ერთი მატჩი გაიმართა დღეს მარტვილში. ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, "მერანის" 17-წლამდელთა გუნდი წყალტუბოს "სამგურალის" 17-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და დრამატული შეხვედრა 2-3 დათმო. არადა მარტვილელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. შეხვედრის მეორე წუთზე კაკაბაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა 1-0.

 

 23-ე წუთზე ქოიავამ წონასწორობა აღადგინა. 59-ე წუთზე კინწურაშვილმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი, 75-ე წუთზე კი ქოიავამ დუბლი გაიფორმა 1-3.

 

 

 მასპინძლებმა ბოლო წუთებზე საკმაოდ კარგად შეუტიეს მეტოქეს და ანგარიშის სხვაობა მინიმუმდე შეამცირეს, ბოლო წუთზე რუხაძის გოლით, თუმცა თამაშის გადასარჩენად დრო არ ეყოთ "მერანელებს" და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2-3 დასრულდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0