1 2 3 4 5
"მერანი" ეროვნული ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია!

  ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი მარტვილში გაიმართა, "მურთაზ ხურცილავაზე" "მერანმა" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა, რომელსაც ამ მატჩამდე, სამიდან სამი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილს ლიდერობდა. თავის მხრივ მარტვილელები შვიდი ქულით მეორე ადგილზე იყვნენ და მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდებოდნენ, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ ინტერესს აძლევდა აღნიშნულ დაპირისპირებას და "მერანელებისთვის" გამარჯვების წყურვილს ორმაგად ზრდიდა.

 

 შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და სანახაობრივი, დაძაბული მატჩი იხილა "მერანის" სტადიონზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა. მე-12 წუთზე კიჭი მელიავას მიერ დაგორებული ბურთი აკაკი შულაიამ გაისროლა "სიონის" კარის მიმართულებით და რომ არა თორნიკე ზარქუას დამაჯერებელი თამაში ანგარიში გაიხსნებოდა, "სიონის" კიპერმა კუთხურზე მოიგერია ბურთი. არანაკლებ სახიფათო იყო სტუმრების საპასუხო იერიში, რა დროსაც გამოცდილი ჯაბა დვალი ურტყამდა თავით "მერანის" კარში. მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.

 

 ზოგადად, პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა "სიონი" და კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ამტკიცებდნენ, რომ შემთხვევით არ იყვნენ პირველ ადგილზე, თუმცა რადიკალურად შეიცვალა სურათი მეორე ნახევარში, რადგან მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გუნდი უტევდა და ეს "მერანი" გახლდათ.

 

 ტაიმის მიწურულს კულუამ ითამაშა არადამაჯერებლად და ბოლნისელებმა საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს, მაგრამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის დარტყმა კულუამ გაანეიტრალა და თავისი შეცდომაც გამოასწორა.

 

 მეორე ნახევარში "მერანის" დამრიგებელმა ცვლილებებს მიმართა და გარკვეული კრექტივები შეიტანა თამაშში. კურდღელაშვილის და ჩალაძის გამოსვლამ უფრო მწვავე გახადა "მერანის" იერიშები და როგორც თავში ვახსენეთ, მეორე ტაიმი მარტვილელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა.

 

 გოლი 56-ე წუთზე გაიტანეს მასპინძლებმა. ვანო კურდღელაშვილმა ჩამოაწოდა კუთხურიდან ბურთი, საჯარიმოში თავით შულაიამ მოიგო, საბოლოო დამაგვირგვინებელი თავური დარტყმა კი "მერანის" მცველმა, დავით მაისაშვილმა განახორციელა და სადებიუტო გოლით საკუთარი გუნდი დააწინაურა.

 

 70-ე წუთზე ბოლნისელების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. გიორბელიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

 

 მეორე ტაიმში, ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ , ჯერ ბარაბაძეს, მელიავას პასით, რომლის თავური დარტყმის შემდეგ კუთხურზე გადააგდო ბურთი "სიონის" კარის დარაჯმა, შემდეგ კურდღელაშვილის დატყმული ბურთი მოიგერია ზარქუამ. მოგვიანებით კი კიჭი მელიავამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ფლანგიდან ერთვებოდა შეტევებში და მოსვენებას არ აძლევდა, მეტოქე გუნდის მცველებს, საჯარიმოსთან ერთი მეურვე ჩამოიშორა და ყუმბარისებურად დაარტყა, ბურთი ზემოდან მცირე მანძილით გადაცდა კარს.

 

 საბოლოოდ, მატჩი "მერანის" დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით "მერანმა" პირველ ადგილზე აინაცვლა და ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს 10 ქულით. "მერანი" მომდევნო შეხვედრას "მცხეთა პარკზე" გამართავს 5 აპრილს, მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0