1 2 3 4 5
12 გუნდიანი პრემიერლიგა

გაუგებრობა ამოწურულია!

7 ივნისს თბილისის "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. მათი საუბარი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. გადაწყდა: მომავალ სეზონში 12 გუნდი ორ წრედ ითამაშებს. ამ 22 ტურის შემდეგ, გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად გაიყოფიან, ანუ შედგება პლეი-ოფი და ფლეი-აუტი. დებულება უახლოეს მოვავალში დადგინდება.ჯამში ყველა გუნდს 32 მატჩის ჩატარება მოუწევს. 


უმაღლეს ლიგას ჩვენი კლუბის პრეზიდენტის, ბატონი ფრიდონ ინჯიას ინიციატივით პრემიერლიგა დაერქვა, ოფიციალური რეგისტრაცია კი 18 ივნისს მოხდება.

რომან ფიფია (დინამო): პროფლიგის პრეზიდენტის კანდიდატები ამ ეტაპზე ორნი არიან - ვლადიმერ გუცაევი და გია ფირცხალავა, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია, თუმცა შესაძლოა, კანდიდატთა რიცხვი გაიზარდოს. 
ჩვენი მთავარი სურვილი, მიზანი და ამოცანაა, ჩემპიონატი გამჭვირვალედ და სუფთად ჩატარდეს, ამავე დროს აუცილებლად უნდა მოგვარდეს სტადიონების პრობლემაც".

საინტერესო იყო "ზესტაფონის" პრეზიდენტის ილია კოკაიას პასუხი მისი სკანდალური განცხადებასთან დაკავშირებით (საუბარია „მერანი“-„მეტალურგის“ მატჩზე, რომელიც ბატონმა ილიამ გარიგებულ თამაშად გამოაცხადა):
"საიფორმაციო საშუალელებმა ჩემი განცხადება არასწორად გაავრცელა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" არასოდეს უთქვამს რაიმე დოკუმენტის არსებობის შესახებ, ვიმეორებ, ჩვენ ეს არ გვითქვამს. არ ვიცი ეს საიდან მოიტანეთ (იგულისხმება ჟურნალისტები), ისიც არ ვიცი,"მერანს" განცხადება შეაქვს თუ არა სასამართლოში. ძალიან გთხოვთ კარგად მოუსმინეთ პრესკონფერენციას, ნახეთ ჩანაწერი. ჩვენ გვქონდა ეჭვი, ეჭვი კი მოგეხსენებათ, შეიძლება იყოს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. ქართულ ფეხბურთში იმდენი რამე იწვევს ეჭვს, ყველაფერზე სასამართლოში რომ ვიაროთ, სასამართლოს მეტი საქმე არ ექნება“.

აქვე იყო ჟურნალისტის შეკითხვაც: ალბათ რესტორანი ჯობია, შერიგდებით და პრობლემაც მოგვარდება...

რა თქმა უნდა, ჩემი საფეხბურთო მოღვაწეობის მანძილზე ბევრი ეჭვი ყოფილა, ეს ყოველთვის იყო და იქნება! დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად. მე და ბატონ ფრიდონს გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი და კონფლიქტი ჩათვალეთ, რომ ამოწურულია."

ამის შემდეგ, ბატონმა ილიამ ბატონ ფრიდონს სთხოვა კომენტარის გაკეთება. ფრიდონ ინჯია (მერანი): „რასაკვირველია იყო უსიამოვნო მომენტები, რომელზეც დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს. მინდა ხაზგაზმით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ „მერანი“ დაარსების დღიდან დღემდე ღირსეულად იბრძოდა და ყოველგვარი მაქინაციების გარეშე დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესოთა მარაქაში. ჩვენ ისევ და ისევ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამოვდივართ და ამ უსიამოვნო ფაქტს აქვე, კვლავ ვუსვამთ წერტილს. 
მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები უნდა
იყოს გამორიცხული მომავალში. ვფიქრობ რომ ჩვენს მიერ (მხედველობაში მყავს 12 გუნდის ხელმძღვანელი) დაფუძნებული საქართველოს პრემიერლიგა გარკვეულწილად იქნება ამის საწინდარი. 
რაც შეეხება ახლადდაარსებულ პრემიერლიგას, ჯერჯერობით პრეზიდენტობის ორი კანდიდატია. თუ სხვა პრეტედენტებიც გამოჩნდებიან, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მათ პროგრამებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.“ 

„მერანისა“ და „ზესტაფონის“ პრეზიდენტებმა ხელი ერთმანეთს ჟურნალისტების თვალწინ, საჯაროდ ჩამოართვეს...


პრესსამსახური

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31