1 2 3 4 5
ნაკრებმა მოიგო,გრიგალავამ სრულად ითამაშა

 

 

გაზაფხულზე ხორვატიასთან საშინაო გამარჯვების (1:0) შემდეგ , საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას შეგირდებმა მოლდოვის გუნდთან ამხანაგურ თამაშში 2:0 იმარჯვეს.

 

ორივე ბურთი ქართველებმა პირველ ნახევარში გაიტანეს: 36-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ჩამოწოდებულს ალექსანდრე კობახიძემ შეაგება თავი და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს კი ბოლოხინმა საკუთარ საჯარიმოში დვალიშვილი წააქცია, თერთმეტმეტრიანი ჯანო ანანიძემ შეასრულა კარგად_ 2:0.

 

შეხვედრის 88-ე წუთზე არბიტრმა მეორე პენალტი დაინიშნა მოლდოვის კარის მიმართულებით, შოთა გრიგალაშვილის დარტყმული მეკარე გაიდუკოვიჩმა მოიგერია.

 

აღნიშნული მატჩში შეუცვლელად ითამაშა ჩვენმა თანარაიონელმა  გია გრიგალავამ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

ცნობისათვის: გია 1989 წელს დაიბადა, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, დაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო, შემდეგ დატოვა მარტვილი და საფეხბურთო კარიერის ასაწყობად მიაშურა ქალაქ როსტოვს. ამჟამად რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე გუნდის, ნიჟნინოვგოროდის „ვოლგას“ ღირსებას იცავს.

 

ჩვენთან საუბარში, გია გრიგალავამ თქვა:“ დღევანდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.თავიდანვე მოტივირებულები გამოვედით და ვფიქრობ, რომ მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, შედეგს კანონზომიერად მივიჩნევ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩემი რაიონის გუნდს „მერანს“ წარმატებული გამოსვლა ეროვნულ ჩემპიონატში, მამაჩემისგან (ალეკო გრიგალავა, ვეტერანი სპორტსმენი) სისტემატურად ვღებულობ ინფორმაციას და მიხარია, რომ მარტვილში სერიოზული ყურადღება ექცევა ფეხბურთს. მინდა წარმატებები ვუსურვო საფეხბურთო კლუბ „მერანსა“ და მის თითოეულ ფეხბურთელს.

 

 

 

                                                                                         პრესსამსახური

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38