1 2 3 4 5
საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული მარტვილში გამოვლინდა

 საზეიმოდ მოწყობილ მარტვილის, მურთაზ ხურცილავას სახელობის არენაზე სრული ანშლაგი იყო დღეს. მართლაც, რომ მოუხდა ჩვენს სტადიონს დღევანდელი ატმოსფერო.

 

 მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სუპერთასის მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და სამ გატანილ გოლთან ერთად, სანახაობრვი, დრამატული მატჩი იხილა "მერანის" სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა.

 

 ანგარიში მე-17 წუთზე "ტორპედომ" გახსნა, გურულმა თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. პირველ ნახევარში ქუთათურებმა ორამდეც გაზარდეს ანგარიში, თუმცა მთავარმა არბიტრმა გვერდითა მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ გოლი არ ჩათვალა მანამდე მომხდარი წესების დარღვევის გამო. რასაც "ტორპედოს" ქომაგების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

 

 შეხვედრის 28-ე წუთზე "სამტრედიამ" რაჟამაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ამ ეპიზოდში აშკარად არადამაჯერებელი იყო კვასხვაძის თამაში.

 

 58-ე წუთზე კი ბერიაშვილმა წინ გაიყვანა "სამტრედია".


 საბოლოოდ მატჩი "სამტრედიელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი პირველად დაეუფლა სუპერთასს.

 

26 თებერვალი. 14:00. მარტვილი. სუპერთასი

სამტრედია-ტორპედო 2:1 (1:1)

 

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე (გოგიაშვილი 90), ახალაძე (სუხომლინოვი 79); დათუნაიშვილი, მანჯგალაძე; რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია (სამუშია 71); ბერიაშვილი

 

მწვრთნელი: გია ცეცაძე

 

“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე; ხურცილავა, გურული, ადამაძე, ქიმაძე; ბაბუნაშვილი (საბანაძე 61), გიგაური (მამასახლისი 71); მახარობლიძე (ტუღუში 78), კუხიანიძე, დოლიძე; კაპანაძე

 

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

 

გოლები: 0:1 გურული (17), 1:1 რაჟამაშვილი (28), 2:1 ბერიაშვილი (58)

 

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (45, 90) – გურული (58)

 

გაძევება: დათუნაიშვილი (90)

 

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 24 54
არაგვი 24 46
სამგურალი 24 41
ბახმარო 24 39
ბორჯომი 24 35
საბურთალო 2 23 31
გორი 24 27
ბეთლემი 24 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 24 19