1 2 3 4 5
ისტორიული დღე მარტვილში

 მარტვილის "მერანის" ცენტრალური სტადიონი, რომელსაც "მერანის" პრეზიდენტის: ფრიდონ ინჯიას ინიციატივით მურთაზ ხურცილავას სახელობის არენა ეწოდა, უმნიშვნელოვანეს ტურნირს, საქართველოს სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

 

 აღნიშნული მატჩის მარტვილში ჩატარება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა და ამის ერთ-ერთი მიზეზი რეგიონებში ფეხბურთის განვითარება და მასობრიობის გაზრდა გახლავთ.

 

 25 თებერვალს "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სუპერთასისთვის, ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" იბრძოლებენ.

 

 არადა, სულ ცოტა დააკლდა მარტვილის "მერანს", რომ დავით ყიფიანის სახელობის თასს დაუფლებოდა და შესაბამისად სუპერთასის მონაწილე გუნდი ყოფილიყო, თუმცა ეს ახლო წარსულია და ხვალ მარტვილელი ქომაგები ნეიტრალური გულშემატკივრის როლში იქნებიან.

 

 "მერანის" ხელმძღვანელობამ სუპერთასის მასპინძლობისთვის მზადება გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო და "მერანის" ფინანსებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკით სტადიონზე ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები იმისთვის, რომ თამაშზე ჩამოსული გუნდები და გულშემატკივრები მაქსიმალურად კმაყოფილები დარჩნენ.

 

 სუპერთასის მატჩი მარტვილში ხვალ, 26 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტვ პირველი შემოგთავაზებთ.

 

 სუპერთასის მატჩზე დასწრება უფასოა!



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 24 54
არაგვი 24 46
სამგურალი 24 41
ბახმარო 24 39
ბორჯომი 24 35
საბურთალო 2 23 31
გორი 24 27
ბეთლემი 24 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 24 19