1 2 3 4 5
"მერანის" U19 გუნდის მეტოქეები ცნობილია

 ჩვენთვის უკვე ცნობილია იმ ჯგუფის შესახებ, სადაც მარტვილის "მერანის" 19-წლამდელთა გუნდი 2017 წელს მიიღებს მონაწილეობას.

 

 19-წლამდე ჩემპიონატში 20 გუნდი იასპარეზებს და ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად - ჯგუფური და პლეი-ოფი. პირველ ეტაპზე გუნდები გაიყოფიან ორ ჯგუფად, ტერიტორიული პრინციპით და თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და გარეთ).

 

"ა" ჯგუფი (დასავლეთი) 
 1. "მერანი" (მარტვილი) 
 2. "დინამო" (ბათუმი) 
 3. "გურია" (ლანჩხუთი) 
 4. "ზუგდიდი" (ზუგდიდი) 
 5. "კოლხეთი 1913" (ფოთი) 
 6. "შუქურა" (ქობულეთი) 
 7. "მეშახტე" (ტყიბული) 
 8. "ტორპედო" (ქუთაისი) 
 9. "სამტრედია" (სამტრედია) 
 10."სამგურალი" (წყალტუბო)

 

"ბ" ჯგუფი (აღმოსავლეთი)
1. "დინამო" (თბილისი)
2. "საბურთალო" (თბილისი)
3. "ცხინვალი" (ცხინვალი)
4. "დილა" (გორი)
5. "ლოკომოტივი" (თბილისი)
6. "სიონი" (ბოლნისი)
7. "ჩიხურა" (საჩხერე)
8. "რუსთავი" (რუსთავი)
9. "გაგრა" (გაგრა)
10."ვიტ-ჯორჯია" (თბილისი)

 

 ორივე ჯგუფში 1-4 ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ერთ რვა გუნდიან ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ორ წრედ და გამოვლინდება საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის საპრიზო სამეული. გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით. ჯგუფებში პირველ ეტაპზე 5-10 ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე კვლავ ითამაშებენ ორ წრედ თავიანთ თანაჯგუფელებთან ერთად. გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 15 38
ბახმარო 16 29
არაგვი 15 28
სამგურალი 16 23
ბორჯომი 16 23
საბურთალო 2 15 22
კოლხეთი 16 21
გორი 16 14
ბეთლემი 16 12
მეშახტე 15 9