1 2 3 4 5
"ზამთრის მასტერსი"-2017-ში კლუბების გათამაშების განრიგი ცნობილია

 როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირში - "ზამთრის მასტერსი"-2017, საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" მიიღებს მონაწილეობას.

 

 უკვე ცნობილია მატჩების ჩატარების თარიღი და იმ გუნდების ვინაობა, რომელთა წინააღმდეგ ითამაშებს ჩვენი გუნდი.

 

13 იანვარი

17:45 ჩიხურა-მერანი

19:00 მერანი-საბურთალო

21:00 სიონი-მერანი

 

 

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 13-14 იანვარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 15 იანვარს გამოარკვევენ ჩემპიონის ვინაობას. ეროვნული ჩემპიონატის კლუბების გათამაშებაზე დასწრება 13, 14 იანვარს უფასოა.

 

 გულშემატკივარს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის საშუალება სამივე დღის განმავლობაში სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ექნება.

 

 შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში "მერანი" ახალგაზრდული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32