1 2 3 4 5
კლუბების ლიცენზირების პირველი ეტაპი დასრულდა

 6 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების ლიცენზირების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

ლიცენზირების კომიტეტმა შეისწავლა ექსპერტების დასკვნები და მოუსმინა ლიცენზიის 25 მაძიებელს. 2017 წლის სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღება შარშან ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.

 

 სალიცენზიო განაცხადი პრო კატეგორიაში შარშანდელი უმაღლესი ლიგის 14-ვე კლუბს ჰქონდა წარმოდგენილი, ხოლო პირველი ლიგის 11 კლუბი „ა“ კატეგორიის ლიცენზიაზე აცხადებდა პრეტენზიას.

 

 საბუთების განხილვა ლიცენზირების კომიტეტმა 26 დეკემბრიდან დაიწყო და კლუბებს შედეგებს მომავალ კვირაში აცნობებს.
GFF



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32