1 2 3 4 5
"მერანი" 10 იანვარს შეიკრიბება

 საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას 10 იანვარს დაიწყებს.

 

 გიორგი მიქაძის გუნდი სამედიცინო შემოწმებას 6 იანვარს თბილისში გაივლის, 10 იანვრიდან კი მარტვილში შეუდგება სამზადისს.

 

 ჩვენი გუნდის ახალწვეულებზე უკვე იცით და შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან "მერანის" ღირსებას დაიცავენ: რევაზ ბარაბაძე ("ლიახვი"), ვანო კურდღელაშვილი (ვიტ ჯორჯია), დავით მაისაშვილი ("ცხინვალი"), ირაკლი რუხაძე ("საბურთალო").

 

 უახლოეს დღეებში გაირკვევა სხვა ახალწვეულთა ვინაობა.

 

 წარმატებები ვუსურვოთ მარტვილის "მერანს"!



უკან

გათამაშების ცხრილი
არაგვი 3 7
მერანი 3 7
საბურთალო 2 3 6
კოლხეთი 3 5
მეშახტე 2 3
ბორჯომი 3 3
ბახმარო 2 2
სამგურალი 3 2
ბეთლემი 3 1
გორი 3 1