1 2 3 4 5
მალხაზ ჟვანია: "კოკაიას ბრალდებას აუცილებლად გავცემთ პასუხს"

 

"ზესტაფონის" პრეზიდენტის ოლია კოკაიას მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც "მერანსა" და "მეტალურგს" შორის გარიგებულ მატჩზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, მალხაზ ჟვანია გამოეხმაურა. მან Geosports.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ "მერანი" ბოლომდე იბრძვის ყველა შეხვედრის მოსაგებად და ეს ბრალდება მისთვის შეურაცხმყოფელია.

"ბატონ ილია კოკაიას უდიდეს პატივს ვცემ, როგორც საფეხბურთო მესვეურს და ადამიანს, რომელიც ფეხბურთისთვის ამდენს აკეთებს, თუმცა მისმა განცხადებამ ჩვენ კლუბს ჩირქი მოსცხო და ძალიან დაგვწყვიტა გული. უშუალოდ "მეტალურგთან" თამაშს რაც შეეხება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და რაც იყო, იყო. ყოველგვარ გარიგებებზე საუბარი ზედმეტია.

"მერანი" პატიოსანი ადამიანების შექმნილია და დაარსების დღიდან რასაც მივაღწიეთ, მუდამ პატიოსანი და მუხლჩაუხრელი შრომით, ასე რომ, ეს ჩვენთვის დიდი შეურაცხყოფაა. შესაბამისად, ჩვენი იურისტები უკვე საკითხის შესწავლით არიან დაკავებულნი. ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით, აუცილებლად პასუხს გავცემთ ამ ბრალდებას".

 

 

Geosports.ge



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0