1 2 3 4 5
"ბორჯომი" VS "მერანი" - ერთი ნაბიჯი პროლიგა2-მდე

  საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანს" ერთი ნაბიჯი აკლია წარმატებული სეზონის დასაგვირგვინებლად. გარდამავალ ჩემპიონატში, ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ მატჩებზე, გატანილ გოლებზე და კონკრეტულად ყველა დეტალზე შემაჯამებელი სტატია აუცილებლად გვექნება, მანამდე კი გთავაზობთ პრევიუს მოახლოებულ მატჩზე.

 

 როგორც მოგეხსენებათ, პლეი-ოფის პირველი ეტაპის ორრაუნდიანი დუელი ვანის "სულორთან", მარტივად, ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე გაიარა ჩვენმა გუნდმა, თუ ვანში შეხვედრის 89-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილის მიერ გატანილი გოლით მოიგო "მერანმა", განმეორებით შეხვედრაში არასაფეხბურთო ანგარიშით 6-0 გაანადგურეს მარტვილელებმა მეტოქე საკუთარ კედლებში.

 

 პლეი აუტის პირველი ეტაპის გადალახვა არც ჩვენს მეტოქეს გასჭირვებია, "ლიახვი" 1-0 ამარცხებდა "ბორჯომს" გორში, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, საბოლოოდ 1-1 დასრულდა მატჩი და თითქოს ინტრიგა შენარჩუნდა, მაგრამ განმეორებით დაპირისპირებაში, ბორჯომში, უშანსოდ 0-7 წააგეს ცხინვალელებმა.

 

 5 დეკემბერს კი პლეი აუტის ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ფავორიტად რა თქმა უნდა "მერანი" იყო მიჩნეული და ვარაუდიც გამართლდა, რადგან "მერანელებმა" 21 და 85 წუთზე, ნიკა საბანაძის და შოთა ჯიქიას გოლებით 2-0 დაამარცხეს მეტოქე და საკმაოდ კომფორტული უპირატესობით ჩავლენ ბორჯომში, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო "მერანს" ამ მატჩის მოგება. სხვათაშორის ეს შეხვედრა ამ გუნდებს შორის პირველი ოფიციალური დაპირისპირება გახლდათ.

 

 მოკლედ, ფინიშამდე სულ ცოტა დარჩა, 9 დეკემბერს "მერანმა" დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და პროლიგა2-ის საგზური უნდა გაიფორმოს, ამისთვის კი ყველაფერს გააკეთებს გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი. 9 დეკემბერს ჩვენს მებრძოლ ბიჭებს ისევ ჭირდებათ გვერდში დგომა და გამხნევება, ამიტომ, ვისაც სურვილი გაქვთ მცხეთაში წამოსვლის, რათა თქვენს საყვარელ გუნდს მხურვალედ უქომაგოთ, გამოყოფილი იქნება ტრანსპორტი.

 

 "ბორჯომი" VS "მერანის" მატჩი "მცხეთა პარკზე", 9 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28