1 2 3 4 5
ლომივით ლომაშვილი და მნიშვნელოვანი გამარჯვება ვანში

 პროლიგა 2-ში მოსახვედრად პლეი-ოფის პირველი მატჩი წარმატებულად დაასრულა მარტვილის „მერანმა“. როგორც მოგეხსენებათ, პლეი-ოფის მატჩები ორ-რაუნდიანია და დიდი მნიშვნელობა აქვს სტუმრად გამართული პირველი შეხვედრის შედეგს, რათა განმეორებით დაპირისპირებაში უფრო კომფორტულად იგრძნოს მასპინძელმა გუნდმა თავი.

 

 ვანელებმა ბოლო ტურის ჩათვლით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პლეი-ოფში ეთამაშათ და მოედანზე საკმაოდ აქტიური და მოტივირებული გამოვიდნენ მასპინძლები, მაგრამ „მერანმა“ მალევე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და წესით მატჩის მიწურულამდე უნდა გადაეწყვიტათ შეხვედრის ბედი სტუმრებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აკლდათ სიზუსტე "მერანელებს".

 

 მე-5 და მე-9 წუთზე სახიფათო მომენტი გაცვალეს მეტოქეებმა, ჯერ მელიავას პასის შემდეგ ჩალაძემ ვერ დაარტყა ზუსტად, საპასუხო ეპიზოდი კი ჭრელაშვილს ჰქონდა, რომელმაც სტანდარტული შეასრულა კარგად, ამ დროს მამალაძე იყო დამაჯარებელი.

 

 32-ე წუთზე "სულორი" გაშვებულ გოლს გადაურჩა, ნიკოლოზ საბანაძე, რომელიც გუნდის ბომბარდირობასთან ერთად, ზუსტი საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა, კარგი პასი გაუკეთა ბენჟამინ ტეიდს, ნიგერიელი ლეგიონერის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 

 47-ე წუთზე ხურციძემ აკაკი შულაიას არ გაატანინა ახლო მანძილიდან. ათ წუთში კი იგივე შულაიას კარგი ჩაწოდების შემდეგ, "მერანის" კაპიტანმა სერგი ორბელაძე თავით ზუსტად კი დაარტყა კარში, მაგრამ მეკარეს პოზიცია შერჩეული ჰქონდა და ბურთს ადვილად დაეუფლა.

 

 58-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ სახიფათო სტანდარტული შეასრულა, "მერანის" ტანმაღალმა მცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად გაისროლა, მეკარემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და უკუაგდო, ახლო მანძილიდან კი ციმაკურიძის დარტყმა არაზუსტი იყო.

 

 62-ე წუთზე საბანაძემ გამჭოლი ზუსტი გადაცემით ჩალაძე გაიყვანა კარგ პოზიციაზე, ჩალაძის დარტყმის შემდეგ "სულორის" კიპერი დაეუფლა ბურთს.

 

 83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ზვიად ქანთარია გაიჭრა ფლანგზე, წინ გამოსული მეკარე მარტივად მოატყუა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, სანტიმეტრებში აცდა ბურთი კარს..

 

 „სულორის“ კარში გოლი მწიფდებოდა და შეხვედრის 89-ე წუთზე დააგვირგვინეს მარტვილელებმა მათი უპირატესობა. ფლანგიდან ბურთი კიჭი მელიავამ მოაწოდა ზუსტად, საჯარიმოში კი ლომაშვილმა დაასწრო ყველას და აუღებელი თავური დარტყმით "სულორის" კარის ბადე შეარხია.

 

 მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არაფერი შეცვლილა და „მერანმა“ პირველ რაუნდში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მეორე, განმეორებით შეხვედრას მერანი“ 2 დეკემბერს „მურთაზ ხურცილავაზე“ გამართავს ვანის „სულორის“ წინააღმდეგ.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33