1 2 3 4 5
ასაკობრივ ლიგებში პლეი-ოფები იწყება

    ხვალ, 15 წლამდე ლიგის პლეიოფების მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. მარტვილის "მერანის" 15 წლამდე გუნდი, რომელსაც ალიკა კალანდია ხელმძღვანელობს. პლეიოფის მატჩს "მურთაზ ხურცილავაზე" ჩაატარებს. მეტოქე სფფ აკადემის (თბ) გუნდი იქნება.

 

 პლეი-ოფები მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყება და ფინალის ჩათვლით უძლიერესი გუნდის ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევა. მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

 

15-წლამდე ლიგა:
ა - 24.11 დინამო თბ - ლოკომოტივი
ბ - 24.11 მერანი - სფფ აკადემია თბ
გ - 24.11 ტორპედო - საბურთალო
დ - 25.11 ცხინვალი - შუქურა

 

 რაც შეეხება ცოტნე მონიავას გუნდს, "მერანის" 17 წლამდე გუნდი მეოთხედფინალის მატჩს თბილისში "საბურთალოს" ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ 25 ნოემბერს გამართავს.

 

 "მერანი" (U15) - "სფფ აკადემიის" (U15) მატჩი, 24 ნოემბერს მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

 

 ხვალ ყველა სტადიონზე. ერთად ვუგულშემატკივროთ "მერანის" ხვალინდელ დღეს. 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28