1 2 3 4 5
"მერანი" ქველმოქმედებას აგრძელებს

 საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი," საქველმოქმედო ფონდ "თანადგომა 2014" -თან ერთად აგრძელებს კეთილ საქმიანობას. "მერანელები" წინა თვეში, დიდ ჭყონში კორთხონჯიების ოჯახს, რომ დაეხმარნენ ეს უკვე იცის ჩვენმა მკითხველმა, დღეს კი "მერანის" ფეხბურთელები, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კლუბის დირექტორი და "თანადგომა 2014" - ის ხელმძღვანელი სალხინოში, სოციალურად დაუცველ ბასილაიების ოჯახს ესტუმრნენ. ძნელია სიტყვებით გადმოსცე, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება მაკა ჟვანიას და მის მეუღლეს სამი მცირეწლოვან შვილთან ერთად.

 

 ძალიან დიდი სითბო და სიხარული შეიტანეს დღეს "მერანელებმა" ბასილაიების ოჯახში, სურსათ-სანოვაგის გარდა, კლუბის დირექტორი ელდარ ბაკურია ფინანსურად დაეხმარა ბასილაიებს, აქვე უნდა აღინიშნოს "ექს-მერანელი" ფეხბურთელის, ლევან გეგეჭკორის ღირსეული ქცევა, რომელიც განათხოვრებით ქობულეთის "შუქურაში" თამაშობს, მარტვილელმა ფეხბურთელმა, როცა გაიგო რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში მივდიოდით დასახმარებლად, 100 ლარი გადმოგვცა და გვთხოვა მიგვეტანა მათთვის.

 

 მართლაც, რომ სასიამოვნო და სამაგალითოა ჩვენი გუნდის მადლიანი საქმიანობა, "მერანი" ფონდ "თანადგომა 2014"-სთან აქტიურად თანამშრომლობს და გუნდის განცხადებით მათი მხრიდან ქველმოქმედება სისტემატურად გაგრძელდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0