1 2 3 4 5
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქულა! "შუქურა" 0-0 "მერანი"

  სტუმრად, "ჩელე არენაზე" მოპოვებული ქულა, რა თქმა უნდა დადებით შედეგად უნდა შეფასდეს, თუმცა საფეხბურთო ფორტუნას, რომ არ ემტყუნა მარტვილელებისთვის, გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ..

 

 შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმაც არაერთი ხიფათი შექმნეს მამალაძის კართან, პირველ ნახევარში "მერანელები" დომინირებდნენ მოედანზე . პირველი ხიფათი კი "შუქურამ" განახორციელა, თუმცა ამ ეპიზოდში ნოდარ კიკნაველიძემ ითამაშა დამაჯერებლად დაცვაში, მე-15 წუთზე კიკნაველიძეს თავად შეეძლო მეტოქე დაემწუხრებინა, მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სულ მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.

 

 21-ე წუთზე შოთა ჯიქიამ ითამაშა ფლანგზე კარგად და "შუქურას" საჯარიმოში ნიკა საბანაძე მონახა, რომელმაც ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ აკაკი წყაროზიას დაუტოვა ბურთი, წყაროზიამ ზუსტად კი დაარტყა, მაგრამ მეკარე დაეუფლა.

 

 28-ე წუთზე პუკანიჩმა მოსინჯა მამალაძის სიფხიზლე შორეული დარტყმით, "მერანის" კიპერმა მუშტებით მოიგერია ბურთი კუთხურზე. ფლანგიდან კარგად ჩაერთო შეტევაში ასევე ირაკლი კომახიძე, მისი პასის შემდეგ დოლიძე გზავნიდა "მერანის" კარში ბურთს, თუმცა ძელს მოხვდა.

 

 ტაიმის მიწურულს დროის მცირე მონაკვეთში ორი მწვავე იერიში განახორციელა "მერანმა", ჯერ საბანაძის დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს, დამატებაზე ჯიქიამ გაისროლა უძლიერესად, თუმცა დჟიოევმა მუშტებით მოიგერია.
მე-40 წუთზე კი ჯიქიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ "მერანის" მცველს ციმაკურიძეს ცოტა დააკლდა თავური დარტყმით ანგარიში გაეხსნა.

 

 თუ პირველ ტაიმში "მერანი" დომინირებდა, მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

 

 82-ე წუთზე პუკანიჩის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ავთანდილ ბრაჭულს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, თუმცა არაზუსტი გამოუვიდა დარტყმა "შუქურას" ფეხბურთელს.

 

 მატჩის 85-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულ ჯაბა უგულავას შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, არადა მართლაც რომ ჩინებულად ითამაშა აღნიშნულ ეპიზოდში უგულავამ, ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს "მერანელმა" მეურვე ტექნიკური მოძრაობით ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ გასულს, ისღა დარჩენოდა ანგარიში გაეხსნა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ დჟიოევის კარი ძელმა იხსნა.

 

 მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სავი მელიავამ ლაშა ჯღამაიასთან გაითამაშა კედელი და კარგადაც ჩააწოდა "შუქურას" საჯარიმოში, თუმცა ახლო მანძილიდან ქობულეთის მცველებმა არ გაატანინეს ჯიქიას.

 

 ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანი ქულა აიღო "მერანმა" სტუმრად ქობულეთში. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას მარტვილში გამართავს თავის უშუალო კონკურენტთან. 10 აპრილს მარტვილელები თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში დიდ ნაბიჯს გადადგამენ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლაში.

 

 ბადრი კვარაცხელია ("მერანის" მთავარი მწვრთნელი) : "კარგი თამაში გამოვიდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, რადგან უფრო მეტი შეგვძლო და გვქონდა რამდენიმე რეალური მომენტი. სამწუხაროდ ამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. "შუქურას" კარგი გუნდი ჰყავს, წარმატებებს ვუსურვებ. მომდევნო შეხვედრა "საპოვნელასთან" გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგით დავასრულოთ ეს მატჩი".

 

 თეიმურაზ შალამბერიძე: (შუქურას" მთავარი მწვრთნელი) " საშინაო მატჩი ფრე შედეგით კმაყოფილი როგორ უნდა იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მარტვილის "მერანი" სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ყველა თამაშზე მოსაგებად გადის, ვიცოდით, რომ დიდი წინააღმდეგობა გველოდა და მართლაც კარგი სანახაობრივი მატჩი გამოდგა, შეგვძელო მოგებაც და ასევე წაგებაც, ფრე ალბათ ლოგიკური შედეგი იყო.

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33