1 2 3 4 5
"მერანი" "საპოვნელას" ამხანაგურად გაეჯიბრება

 როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული, შესაბამისად ჩვენი გუნდი ქვეყნის პირველობაზე მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, მარტვილში ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გამართავს.

 

 მანამდე კი "მერანი" ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს სტუმრად თერჯოლის "საპოვნელასთან". გარდა იმისა, რომ "მერანი" ახალი მწვრთნელის - ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით პირველად ითამაშებს, სხვა კუთხითაც არის ხვალინდელი მატჩის საინტერესო, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში "შუქურას" შემდეგ სწორედ "საპოვნელა" იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე.

 

 "საპოვნელა" - "მერანის" მატჩი თერჯოლაში გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0