1 2 3 4 5
„შუქურა“ – „მერანი“ 2:2 - ბოლო წუთის სინდრომი!

       ვინც დღეს ანგისას ბასაზე გამართულ მატჩს ადევნა თვალი, ადვილად დაგვეთანხმება, რომ მარტვილის „მერანს“ ყველა ლოგიკით უნდა გაემარჯვა დღევანდელ დაპირისპირებაში და თან დიდი ანგარიშით, რადგან სტუმრებმა პირველი ნახევარი დამაჯერებელი თამაშით 2:0 მოიგეს და მეორე ნახევარშიც არაერთი მომენტი ჰქონდათ იმისთვის, რომ ანგარიში გაეზარდათ..

 

 „შუქურასთან“ მატჩისთვის „მერანი“ ახალმა დამრიგებელმა, ანატოლი პისკოვეცმა მოამზადა, თუმცა უკრაინელ სპეციალისტს შარშან „გაგრაში“ მუშაობის დროს მიღებული დისკვალიფიკაცია ჯერ კიდევ არა აქვს მოხდილი და საკუთარი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მოედანზე მისმა ასისტენტმა, ბაგრატ ხელაიამ შეასრულა.

 

 როგორც ავღნიშნეთ „მერანმა“ შეხვედრა საკამოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ჭყონდიდელები პირველივე წუთიდანვე იმდენ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ, გოლი გარდაუვალი ჩანდა. მე-18 წუთზე ფლანგიდან გიორგი ციმაკურიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ნიკოლოზ ხინთიბიძე ეფექტური, ტექნიკური დარტყმით გზავნიდა დავით კუპატაძის კარში, თუმცა „შუქურას“ კიპერმა უკუაგდო ბურთი, დამატებაზე მაინც ყველას ხინთიბიძემ დაასწრო და „მერანის“ რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

 

 „მერანს“ მეტოქეზე ზეწოლა გოლის გატანის შემდეგაც არ შეუწყვეტია. 38-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდმა ითამაშა ბრწყინვალედ, რომელმაც ბრძოლაში აჯობა რამდენიმე მეტოქეს, „შუქურას“ საჯარიმოში შეაღწია და კარში დაარტყა, კიპერმა მუშტებით მოიგერია ბურთი, თუმცა იქვე ჩასაფრებულმა ნიკოლოზ ხიბთიბიძემ თავით გაიტანა და დუბლიც გაიფორმა.

 

 მეორე ნახევარში არაერთხელ შეეძლოთ „მერანელებს“ ანგარიშის გაზრდა, გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს დათა სიჭინავა და ვანო კურდღელაშვილი იყვნენ, თუმცა სიჭინავამ ხელსაყრელი პოზიციიდან გვერდითა ძელს გაარტყა ბურთი, კურდღელაშვილმა კი ახლო მანძილიდან ვერ შესძლო იდეალური შანსის გამოყენება.

 

 დარჩენილ დროში ორჯერ შეუტია „შუქურამ“ და ორივე ეპიზოდი საბედისწერო გამოდგა სტუმრებისთვის, რადგან ნიკო კვასხვაძემ 61-ე წუთზე შეამცირა ანგარიშის სხვაობა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჭანუყვაძემ საკუთარი გუნდისთვის ქულის მომტანი გოლი გაიტანა 2:2.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0