1 2 3 4 5
პირველი ლიგის გათამაშება ხვალ განახლდება, "მერანი" 9 ნოემბერს ითამაშებს

    პირველი ლიგის გათამაშების XV ტური ორდღიანი იქნება. ე.წ. "თეთრ ჯგუფში" 8 ნოემბერს ორი შეხვედრა ჩატარდება. ხობის "კოლხეთი" საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერს - ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლებს.

 

 რაც შეეხება მეორე მატჩს, ხონში ადგილობრივი "იმერეთი" ცხინვალის "ლიახვს" დაუპირისპირდება.

 

 ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი თბილისში, ამერის სტადიონზე გაიმართება. 9 ნოემბერს მარტვილის "მერანი" სტუმრად, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილოსან თბილისის "მარკ სტარს" შეხვდება. აღნიშნული მატჩიც 14:00 საათზე დაიწყება.

 

 9 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა, ხარაგაულში ჩატარდება, სადაც "ჩხერიმელა" საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" მიიღებს.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0