1 2 3 4 5
ორი პრინციპული მატჩის მოლოდინში

      ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, "მერანი" პირველი ლიგის გათამაშებაში და დავით ყიფიანის სახელობის თასზე განაახლებს ბრძოლას.

 

 29 ოქტომბერს და 2 ნოემბერს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევთ მარტვილელებს.

 

 29 ოქტომბერს ჩვენი გუნდი რუსთავში ადგილობრივ "რუსთავს" დაუპირისპირდება. პირველი ლიგის, "თეთრი ჯგუფის" სატურნირო ცხრილში რუსთაველები 20 ქულით მე-2 ადგილზე არიან. "მერანს" 10 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული "მერანელებს".

 

 "რუსთავთან" შეხვედრას ტრავმირებული რევაზ გეწაძე და ივანე ხაბელაშვილი გამოტოვებენ, სხვა მხრივ სრული მზადყოფნაა მარტვილელთა ბანაკში. "რუსთავი" - "მერანის" მატჩი 29 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება.

 

 არანაკლებ პრინციპული და გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება 2 ნოემბერს "მ. ხურცილავაზე". დ. ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მარტვილელებმა 6 წლის წინ მიღწეული საუკეთესო შედეგი (თასის ნახევარფინალში გავსლა) უკვე გაიმეორეს. "მერანს" რეალური შანსი აქვს თასის ფინალში გავიდეს და მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ახალი ისტორია დაწეროს. ამისთვის კი მრისხანე მეტოქის საჩხერის "ჩიხურას" დამარცხება იქნება საჭირო.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 10 26
არაგვი 11 21
ბახმარო 11 18
საბურთალო 2 10 16
კოლხეთი 10 15
სამგურალი 10 15
ბორჯომი 10 11
ბეთლემი 10 9
მეშახტე 10 5
გორი 10 5