1 2 3 4 5
მერანი აღარ ჩერდება

22.04. მარტვილი. ცენტრალური. 1700 მაყურებელი
მერანი-ტორპედო 3:0
1:0 ტორონჯაძე (39. ტაპეს პასით), 2:0 ფონიავა (68. გრიგალაშვილის პასით), 3:0 ჟვანია (75, პენალტით)

მერანი ტორპედო 
4-4-2 4-4-2
შეროზია მიგინეიშვილი
გეგეჭკორი რიგვავა
იობაშვილი კვახაძე
გ. ჟვანია გამეზარდაშვილი
სუხიაშვილი გ. გურული
წოწორია დიღმელაშვილი
დიდავა დოლიძე
ე. გრიგალაშვილი გ. დათუნაიშვილი
ფონიავა საბანაძე
ტორონჯაძე თარხნიშვილი
ტაპე გოცირიძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია გ. გეგუჩაძე

მერანი
60. ტაპე - ამბროლაძე
84. ტორონჯაძე - ბოხუა
90. ე. გრიგალაშვილი - მელიავა
სათადარიგოები: კიკალიშვილი, ვართაგავა, ტორაძე, შენგელია

ტორპედო
63. საბანაძე - ფანცულაია
72. დიღმელაშვილი - კუხიანიძე
76. რიგვავა - ვ. ბოლქვაძე
სათადარიგოები:ქვილითაია, იოსელიანი, ფარულავა, ფირცხალავა

გაფრთხილება: კვახაძე (37), რიგვავა (74), გოცირიძე (80), ე. გრიგალაშვილი (83)

არბიტრი: ო. ხეცაძე

 

…18 დეკემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის "მერანმა", რომელმაც ევროსაგზურისათვის მებრძოლი "ტორპედო" პირწმინდად დაჩაგრა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. 

"მერანს" საკადრო პრობლემებიც ჰქონდა: როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 
გიორგი მანწკავა ისევ ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო მკურნალობას თბილისში გადის. ვარჯიში უკვე განაახლა მარჯვენა მცველმა თორნიკე კაკუშაძემ, რომელიც უახლოეს მომავალში მწყობრში ჩადგება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, საწყის წუთებში გუნდები ფრთხილობდნენ და ერთმანეთის სისუსტეების ძიებაში იყვნენ. ტაიმის შუაწელს კი მასპინძლები გააქტიურდნენ: 
მამუკა ტორონჯაძემ ცრუმოძრაობით ჩამოიშორა რამდენიმე მცველი, ბურთი გადააწოდა გრიგალაშვილს, რომლის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 

სამიოდე წუთში იმავე 
გრიგალაშვილის ტექნიკურად შესრულებული საჯარიმო ასცდაომარ მიგინეიშვილის კარს.

ამის შემდეგ სტუმრებიც გამოფხიზლდნენ: გამოსაყოფია 
გიორგი დათუნაიშვილისწამოწყებული იერიში, რომელიც ფლანგზე გრიგოლ დოლიძემ განაგრძო, თუმცა დამაგვირგვინებელი თავური ნიკა საბანაძეს არ გამოუვიდა. აქვე იყო დავით გამეზარდაშვილის ეპიზოდიც, თუმცა ჯონი შეროზიამ უშეცდომოდ ითამაშა. გატანის რეალური შანსი ქარს გაატანა კოტდივუარელმა ლეგიონერმა მუნინი ტაპემ.

39-ე წუთზე მარტვილელები მაინც დაწინაურდნენ: 
ტორონჯაძემ ინდივიდუალური რეიდი განახორციელა, საჯარიმოში შეიჭრა და ეფექტური გოლი გაიტანა. 

სანამ გუნდები შესვენებაზე გავიდოდნენ, მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ: უდავოდ საუკეთესო 
ელგუჯა გრიგალაშვილის ჩინებული გადაცემის შემდეგ პაპუნა ფონიავამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს და რეალური მომენტებიც შექმნეს: ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვეს
გრიგოლ დოლიძემ და გიორგი დათუნაიშვილმა. ამ ორივე ეპიზოდში უშეცდომოდ ითამაშა ჯონი შეროზიამ

ვთქვათ ისიც, რომ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ჩვეულ სტილში ირჯებოდა
ანზორ სუხიაშვილი, რომლის ფლანგურ გარღვევებსაც "მერანისათვის" არაერთხელ მოუტანია შედეგი. დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ლევან გეგეჭკორი. მასპინძელთა შეტევებს უნარიანად წარმართავდაელგუჯა გრიგალაშვილი.

თუ არ ჩავთვლით მეორე ნახევრის დაახლოებით 25-წუთიან მონაკვეთს, "ტორპედოს" რაიმე ღირებული არც შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა შეცვლებითა და ფეხბურთელთა პოზიციების გადაადგილებით სცადა სიტუაციის გამოსწორება. 

ცოტა ხანში მარტვილელებმა თამაშის სადავეები კვლავ ხელთ იგდეს და სტანდარტულიდან მეორედაც იხეირეს: 
ელგუჯა გრიგალაშვილის კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს პაპუნა ფონიავამ შეაგება თავი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა მიჯრით მეორე უმაღლესლიგური გოლი გაიტანა. 

გაშვებული ბურთის შემდეგ 50-ამდე ქუთაისელმა გულშემატკივარმა, რომელიც საქომაგოდ იყო ჩამოსული და საყვარელი გუნდისგან გამარჯვებას ელოდა, პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა.

ქუთათურთა იმედებს ცივი წყალი 76-ე წუთზე გადაესხა, როცა 
ანზორ სუხიაშვილისაკუთარ საჯარიმოში დათა რიგვავამ წააქცია და "მერანის" გამოცდილმა კაპიტანმა გიგა ჟვანიამ (რომელმაც წინა ტურში "ზესტაფონთან" სამი გოლი გაიტანა) პენალტით გამანადგურებელი უპირატესობა დააფიქსირა - 3:0.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, უმოტივაციოდ დარჩენილი "მერანი" დიდ თავსატეხს უქმნის ჩემპიონატის წამყვან გუნდებს, რის ნათელ დადასტურებადაც ეს მატჩიც გამოდგება. 

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მომავალი სეზონიდან "მერანი", ალბათ, საპრიზო ადგილებისათვისაც იბრძოლებს.


ბესიკ გვაზავა  (ფოტო:fctorpedo.ge)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 20 44
არაგვი 20 39
ბახმარო 20 36
სამგურალი 20 32
ბორჯომი 20 29
საბურთალო 2 20 25
კოლხეთი 20 22
გორი 20 21
ბეთლემი 20 19
მეშახტე 20 15