1 2 3 4 5
"მერანი" 2-1 "რუსთავი" - მატჩის შემდგომი კომენტარები

    გიორგი მიქაძე:  ("მერანის" მთავარი მწვრთნელი)

ჩვენს ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გვქონდა თამაში. ძალიან საჭირო სამი ქულა ავიღეთ და დარწმუნებული ვარ ეს იქნება ჩვენი მძიმე სტარტის შემდეგ გადამწყვეტი მომენტი. წარმატებებს ვუსურვებ რუსთავის "რუსთავს".

 

ვარლამ კილასონია : ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი)

"ჩვენ ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა, რადგან "მერანმა" თავიდან ისეთი სტარტი ვერ აიღო, როგორსაც გეგმავდა. ვიცით, რომ კარგი გუნდი ჰყავს მარტვილს. ამას დაემატა საკადრო პრობლემებიც, სულ რაღაც ორი დღით ადრე ტრავმები მიიღეს ლემონჯავამ, სიჭინავამ და კილასონიამ.


თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენმა გუნდმა იბრძოლა ბოლომდე, მაგრამ იყო შეცდომები და დავმარცხდით. მივულოცავ "მერანს" გამარჯვებას. ჩვენ შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადებით და აუცილებლად წარმატებით ვითამაშებთ."

 

გიორგი ციმაკურიძე: ("მერანის" ფეხბურთელი) ჩემი გოლი მთლიანად გუნდის დამსახურებაა და მადლობა ბიჭებს. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ბრძოლა იყო და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

 განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

 

აკაკი შულაია: ("მერანის" ფეხბურთელი) გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენს გულშემატკივარს ვულოცავ და ვპირდებით, რომ კიდევ არაერთხელ გავახარებთ მათ.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4