1 2 3 4 5
პირველი გამარჯვება და მნიშვნელოვანი სამი ქულა! "მერანი" - "რუსთავი" 2-1

 ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოიპოვა მარტვილის "მერანმა" პირველი ლიგის გათამაშების მე-3 ტურში. მარტვილელებმა საკუთარ კედლებში სატურნირო ცხრილის დაუმარცხებელ ლიდერს, "რუსთავს" უმასპინძლეს და 2-1 დაამარცხეს.

პირველ და მეორე ტურში დაფიქსირებული შედეგი, ამ ფორმაციის "მერანისთვის", რომ არადამაკმაყოფილებელი იყო ეს ნათლად ჩანდა და დღევანდელ შეხვედრაში, რომელიც ტურის ცენტრალურ მატჩად იყო მონათლული, მარტვილელებმა დიდი უპირატესობით აჯობეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

პირველი მწვავე იერიში კიჭი მელიავას ფლანგიდან ჩართვას და საჯარიმოში გამჭოლ გადაცემას მოჰყვა, თუმცა განაპირა მცველის გადაცემას ადრესატი არ გამოუჩნდა და ხიფათიც განიმუხტა.

მომდევნო ეპიზოდში აკაკი შულაიამ მარცხენა ფლანგიდან ნიკოლოზ საბანაძეს მისამართით ჩააწოდა, თუმცა საბანაძის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

29-ე წუთზე "მერანმა" ანგარიში გახსნა. გოლი კი ბრწყინვალე გამოუვიდა აკაკი შულაიას, "მერანის" შემტევმა მარცხენა ფლანგიდან ერთი მცველი ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით "რუსთავის" კარის ბადე შეარხია 1-0.

სამ წუთში რუსთაველთა მეგოლეს - ბესიკ ჩიმაკაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, ზუსტად რომ დაერტყა ანგარიში გათანაბრდებოდა.

ჩიმაკაძემ მაინც შესძლო თავისი გოლის გატანა. პირველი ტაიმის კომპნესირებული ბოლო, მეორე წუთი მიმდინარეობდა, როცა "მერანის" დაცვის უყურადღებო თამაშით ისარგებლა "ექს-მერანელმა" ფორვარდმა და ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა 1-1.

"გასახდელში მიღებულმა" გოლმა ისედაც მოტივირებული და გამარჯვებას მოწყურებული მარტვილელები, კიდევ უფრო განაწყო საბრძოლველად და მეორე ნახევარში რუსთაველები საკუთარ კარს მიაჯაჭვეს მასპინძლებმა.

მანამდე, 46-ე წუთზე "მერანის" დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ ორი ცვლილება გააკეთა, გიორგაძის და ქანთარიას ნაცვლად წყაროზია და ციმაკურიძე შემოიყვანა მოედანზე, ციმაკურიძემ ისევე, როგოც წინა მატჩში, გოლით გამოიჩინა თავი და ეს ცვლილება გამართლდა, რაც შეეხება წყაროზიას ისიც საკმაოდ აქტიურად შემოვიდა თამაშში და მოედნის შუაგულში ტეიდი-წყაროზიას სანდო ტანდემმა, "მერანელებს" შეტევაში დიდი ძალებით ჩართვის საშუალება მისცა.

53-ე წუთზე მარტვილელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ "რუსთავის" კარში და საფუძვლიანადაც, რადგან რევაზ გეწაძე "რუსთავის" საჯარიმოში შეიჭრა და აშკარად ჩანდა თუ როგორ ჰკრა ხელი მინდორაშვილმა "მერანელთა" 70 ნომერს და თამაშის წესების დაარღვით წააქცია, თუმცა მთავარი მსაჯის სასტვენი დუმდა.

58-ე წუთძე ჩალაძემ აიღო საკუთარ თავზე თამაში,საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქე გუნდის მცველს გვერდი აუარა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარე დაეუფლა ბურთს.

63-ე წუთზე კიდევ ერთი გადამწყვეტი გოლი გაიტანა გიორგი ციმაკურიძემ, თუ "ლიახვთან" ქულის მომტანი აქ უკვე "სამქულიანი". "მერანელების" მიერ გააზრებული კომბინაციური შეტევის შედეგად, საბანაძე გავიდა ხელსაყრელ ადგილას, ჩვენი გუნდის თავდამსხმელს თავადაც შეეძლო დაერტყა, მაგრამ უკეთეს პოზიციაზე მყოფ გიორგი ციმაკურიძეს დაუგორა ბურთი, ციმაკურიძემ კი ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და მარტვილელ გულშემატკივარს დიდი სიხარული მოუტანა.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4