1 2 3 4 5
"მერანი" წარმატებულ სვლას აგრძელებს! "მერანი" - "სქური" 4-0

    რიგით მეოთხე საკონტროლო მატჩი ჩაატარა, მოსამზადებელ პერიოდში მყოფმა მარტვილის "მერანმა". მარტვილელებმა საკუთარ სტადიონზე წალენჯიხის "სქური" ანგარიშით 4-0 დაამარცხეს.

 დღევანდელ მატჩშიც ვერ მიიღეს მონაწილეობა აკაკი შულაიამ, ლაშა ჩალაძემ და აკაკი წყაროზიამ, რომლებმაც უკვე მოირჩინეს ტრავმები და მალე შემოუერთდებიან საკუთარ გუნდს.

 რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებში სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს. მე-6 წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა გუგუჩიას, რომელიც მცველს ცრუ მოძრაობით გასცდა და ძლიერად დაარტყა, თუმცა მცირედ არაზუსტად.

 საპასუხო იერიში კიჭი მელიავამ წამოიწყო, "მერანის" განაპირა მცველმა საბანაძესთან გაითამაშა კედელი და კარშიც დაარტყა, მაგრამ ამ დარტყმამაც არ უწია მიზანს.

 ტაიმის მიწურულისკენ "მერანმა" მეტი სიმწვავე შემატა თავდასხმის ხაზში და ამან შედეგიც გამოიღო, 33-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა ზვიად ქანთარიამ საკუთარ თავზე აიღო თამაში და მცველებს ორთაბრძოლაში აჯობა, "სქურის" საჯარიმოში შევიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა 1-0.

 პირველი გოლიდან ორი წუთი იყო გასული, როცა ივანე ხაბელაშვილმა კარგ პოზიციაზე გაიყვანა ქანთარია, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ორამდე გაზარდა ანგარიში 2-0.

 ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, წალენჯიხელებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით ნიკოლოზ საბანაძე შეაჩერეს. "მერანის" "სნაიპერმა" პენალტი თავად შეასრულა უზადოდ 3-0. 

 

  საბანაძეს მეორე ნახევრის დაწყებისთანავე შეეძლო დუბლის გაფორმება, როცა ფლანგიდან გიორგი გეგიას კარგი გადაცემის შემდეგ ეფექტურად ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით გადაცდა მეტოქე გუნდის კარის ზედა ძელს. მანამდე კი სტუმრებმა შეასრულეს ჯარიმა სახიფათოდ და ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.

 მეორე ნახევარში, ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, "მერანის" დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ ცვლილებებს მიმართა და განაცხადში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცა შანსი, თავისი შესაძლებლობები გამოევლინათ. განსაკუთრებით აქტიური იყო შეცვალზე შემოსული გიორგი ჯიჯელავა, რომელმაც ათ წუთიან მონაკვეთში სამჯერ გაიყვანა მეკარესთან პირისპირ თორნიკე ჩუბითიძე, ჩუბითიძეს უძლიერეს დარტყმებს ორჯერ კი გაუმკლავდა სტუმართა კიპერი, თუმცა მესამე ცდაზე "მერანელმა" ზუსტად დაარტყა დაბალ კუთხეში და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

 როგორც თავში ვახსენეთ ეს მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი "მერანის" მიერ ჩატარებული მეოთხე შეხვედრა გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური ხასიათის მატჩებია, სასიამოვნოა, რომ მარტვილელები თამაშს-თამაშზე იგებენ და უდანაკარგოდ მიიწევენ წინ. გარდამავალი ჩემპიონატის დასაწყისის წინ, გამარჯვებული გუნდის გაწნყობა, აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ჩვენს გუნდზე.

 "მერანი" თავის მომდევნი შეხვედრას 1 აგვისტოს გამართავს. მარტვილელები გორში "დილას" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი გორში, 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დაიწყება.




უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38