1 2 3 4 5
დილა – მერანი 4:2

„მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გორის „დილასა“ და მარტვილის „მერანს“ შორის მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში პაპუნა ფონიავამ შორი მანძილიდან დაარტყა, თუმცა არაზუსტად. ცოტა ხანში გატანის ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს გიგა ჟვანიამ და გიგა ამბროლაძემ, ორივე შემთხვევაში მეკარე მარიან სკენდერმა ითამაშა კარგად.

 

„მერანის“ უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში გორელებმა გახსნეს: გიორგი კახელიშვილის გადაცემას მათე ვაწაძეგამოეხმაურა და დააწინაურა თავისიანები. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა მეორედაც იხეირეს. გოლი გიგა ბეჭვაიას ანგარიშზეა.

 

66-ე წუთზე „დილამ“ კიდევ ერთხელ გაიტანა: რომან ახალკაცის გადაცემა მათე ვაწაძემ აქცია გოლად. მერანელებმა სხვაობა მალევე შეამცირეს ლაშა ჩალაძის პასით გიგა ბოხუამ აიღო ქართლელთა კარი_3:1.

 

ბოლოსკენ გუნდებმა კიდევ ერთხელ იხეირეს: ჯერ მათე ვაწაძემ შეასრულა ჰეთ-თრიკი, ხოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მამუკა ტორონჯაძემ თავური დარტყმით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

 

აქვე ვთქვათ ისიც, რომ ელგუჯა გრიგალაშვილმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ 4 წლიან  კონტრაქტს მოაწერა ხელი და სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება იმერულ გუნდს.

 

02.04. თბილისი. “მიხეილ მესხი

დილა – მერანი 4:2

 

გოლები: 1:0 ვაწაძე (35), 2:0 ბეჭვაია (47), 3:0 ვაწაძე (66), 3:1 ბოხუა (75), 4:1 ვაწაძე (84). 4:2 ტორონჯაძე (90)

 

დილა: სკენდერი, მეგრელიშვილი, სალუქვაძე, ინწკირველი, ალადაშვილი, ბეჭვაია, კაშია (კანდელაკი 81), კახელიშვილი, გურული (ლეკვთაძე 61), ხოჯავა (ახალკაცი 64), ვაწაძე. 

მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

 

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ჟვანია, იობაშვილი, მანწკავა, სუხიაშვილი, დიდავა, ე. გრიგალაშვილი, ფონიავა (ტორონჯაძე 46), მუნინი (ჩალაძე 67), ამბროლაძე (ბოხუა 54). 

მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე

 

გაფრთხილებები: ალადაშვილი (55), კანდელაკი (90)

 

მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

 

სხვა მატჩების შედეგები:


პლეი ოფი, V ტური
აპრილი
მეტალურგი - ტორპედო 2:1 
ბაია - ზესტაფონი 1:1 
დინამო (თბ) - კოლხეთი 1:1

  

პრესსამსახური

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0