1 2 3 4 5
"მერანს" გიორგი მიქაძე გაწვრთნის

    დღეს, მარტვილის "მერანს", კლუბის დირექტორმა ელდარ ბაკურიამ ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე იქნება. ახალგაზრდა სპეციალისტს ადრე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" და ასევე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია.

 

 გიორგი მიქაძე : ("მერანის" მთავარი მწვრთნელი) "პირველ რიგში მადლობას ვუხდი "მერანის" ხელმძღვანელობას ნდობისთვის. გუნდის ამოცანა ყველამ ვიცით, შევეცდებით მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიაროთ და ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ადაპტირება ზედა ლიგაში. რესურსი, რაც დღეს "მერანს" გააჩნია, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. გვყავს საკმაოდ გამოცდილი, კარგი ფეხბურთელები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სელექციის პროცესი და ალბათ დავიმატებთ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს. დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა ფეხბურთელებთან. ასევე, უახლოეს დღეებში აუცილებლად შევხვდები "მერანის" გულშემატკივრებს". - გიორგი მიქაძის თქმით - "მერანი" 26 ივნისს შეიკრიბება და ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.

 

 P.S. საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის "მერანის" ყოფილ მწვრთნელს - ბადრი კვარაცხელიას და წარმატებებს უსურვებს სამწვრთნელო კარიერაში.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 31 71
მერანი 31 70
სიონი 31 53
ვიტ ჯორჯია 30 48
სამგურალი 31 47
გაგრა 31 45
ცხინვალი 31 33
გურია 31 31
მეშახტე 31 21
ზუგდიდი 30 18