1 2 3 4 5
გაუმართლებს "მერანს" ზუგდიდში?

"მერანსა" და "ბაიას" შორის მატჩი წესით მარტვილში უნდა შემდგარიყო, თუმცა სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო ამ გუნდების დაპირისპირება ზუგდიდში, "ბაიას" ხევლოვნურსაფარიან მოედანზე 25 მარტს 15:00 გაიმართება.

 


მოკლედ, "მეგრული დერბი" ამჯერადაც ზუგდიდში შედგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა ამ შეხვედრის მთავარ მსაჯად ა. ნონიკაშვილი მოავლინა. მას დაეხმარებიან კ.ტეფნაძე და დ.კვეტენაძე. მეოთხე არბიტრის ფუნქციას ბ. ნინუა შეასრულებს.


ცნობისათვის, ამ გუნდების უკანასკნელი პაექრობა 8 მარტს გაიმართა და ზუგდიდელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა.


 პრესსამსახური




უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0