1 2 3 4 5
დუბლებმა ბოლო წუთზე წააგეს

 მორიგი კალენდარული მატჩი გამართა დუბლშემადგენლობის ჩემპიონატში, მარტვილის „მერანის“ სარეზერვო გუნდმა, მარტვილელები "ბაიას ბაზაზე" ზუგდიდელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.

 

 ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და ტაიმი 1-0 მოიგო "ზუგდიდმა", მეორე ნახევარში გალაქტიონ ჭუბაბრიას გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, გამათანაბრებელი გოლი "მერანის" მხრიდან თორნიკე ჩუბითიძემ გაიტანა, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე მასპინძელთაგან გოგოლაძემ  სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

 

 ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-6 ადგილზეა, რაც შეეხება „ზუგდიდს“, ზუგდიდელები 51 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან.

 

 „მერანის“ სარეზერვო გუნდი თავის მომდევნო შევხედრას 15 მაისს, მარტვილში გამართავს. მეტოქე გორის "დილა" იქნება.

 

 9 მაისი. 18:00. „ბაიას ბაზა“

 

„ზუგდიდი“ (დუბლები) – „მერანი“ (დუბლები) 2-1 (1-0)
გოლები: 1-0 მიქაძე, 1-1 ჩუბითიძე, 2-1 გოგოლაძე

 

„მერანის“ სარეზერვო გუნდის შემადგენლობა: დარციმელია, ჩხეტია, ქვარცხავა, რუხაია, ქაჯაია, ე. ქაჯაია, ჯინჭველაშვილი, ლუკავა, ჯეჯელავა, თოლორდავა, ჩუბითიძე.
სათადარიგო: ო. ხელაია, ჯ. პერტაია.
მთავარი მწვრთნელი: გალაქტიონ ჭუბაბრია



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28