1 2 3 4 5
"მერანი" - "საბურთალო" მატჩის წინათქმა

    "მერანის" ერთგულ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი გუნდისთვის თითოეული შეხვედრის შედეგს. რისთვისაც გაორმაგებული ენერგიით და სამაგალითო ენთუზიაზმით იბრძვიან ჩვენი ბიჭები. ხვალ, კიდევ ერთი "საფეხბურთო ბრძოლის" გადატანა მოუწევთ მარტვილელებს, ამჯერად საკუთარ კედლებში თბილისის "საბურთალოს" წინააღმდეგ.

 

 წინა ტურში "მერანმა" მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა სტუმრად "ლოკომოტივთან". ნიკოლოზ საბანაძის მიერ მატჩის 85-ე წუთზე გატანილი გოლი ქულის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. "საბურთალომ" კი აღნიშნულ ტურში ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა 5-0.

 

 "მერანი" და "საბურთალო" მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ეს პირველ წრეში მოხდა, მაშინ "საბურთალომ" 4-2 გაიმარჯვა.
ხვალინდელ შეხვედრაში შესაძლოა მონაწილეობა ვერ მიიღოს "მერანის" ნახევარმცველმა აკაკი წყაროზიამ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. სხვა მხრივ, ბადრი კვარაცხელიას გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალ "მერანი" თავის ერთგულ, მხურვალე გულშემატკივართან ერთად შეეცდება სამი ქულის მოპოვებას!

 

 "მერანი" - "საბურთალოს" შეხვედრა, ხვალ მარტვილში, "მ. ხურცილავას" სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

 

 წარმატებები ჩვენს ბიჭებს!



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33