1 2 3 4 5
"მერანი" - "პირინი" 2-3

 თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. მარტვილელები ბულგარულ "პირინთან" 2-3 დამარცხდნენ.

 

 მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, თამაში საკმაოდ უხეში გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი 0-1 დათმო ჩვენმა გუნდმა.

 

 მეორე ტაიმში ბულგარელებმა სამამდე გაზარდეს ანგარიში. "მერანმა" თამაშის გადარჩენა სცადა და მიზანთან ახლოს იყვნენ მარტვილელები. პირველი გოლი ნოდარ კიკნაველიძის აქტიურობას მოჰყვა, "მერანელი" ორ მეურვეს ადვილად გასცდა და მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სადაც დათა ციცხვაიამ უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ შოთა ჯიქიას გაუწია ასისტენტობა, ჯიქიამ კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქე გუნდის კარში და ანგარიშის სხვაობა შეამცირა.

 

 "მერანის" მხრიდან მეორე გოლი ვასიკო კენჩხაძემ გაიტანა ჩიმაკაძის პასით.

 

 საბოლოოდ შეხვედრა ბულგარელების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.

 

 "მერანმა" შემდეგი შემადგენლობით  ითამაშა დღევანდელ შეხვედრაში: სევოსტიანენკო, მელიავა, გიორგაძე, ი. ციცხვაია, გეგია, ჯღამაია, გოგუაძე, ხაბელაშვილი, აშორტია, შენგელია, დ. ციცხვაია.

 

 შეცვლაზე შემოვიდნენ: მამალაძე, ორბელაძე, რუხაია, კენჩხაძე, ჩიმაკაძე, ჯიქია, გაზდელიანი, გოგოლიძე, გოგუაძე, კიკნაველიძე.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 24 54
არაგვი 24 46
სამგურალი 24 41
ბახმარო 24 39
ბორჯომი 24 35
საბურთალო 2 23 31
გორი 24 27
ბეთლემი 24 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 24 19