1 2 3 4 5
ამხანაგური მატჩი "არაამხანაგური" ანგარიშით - "მერანი" 6-0 "ჩხერიმელა"

 დღეს ჩვენმა გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე "მერანმა" ხარაგაულის "ჩხერიმელა" მიიღო და დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. 

 თამაშის სცენარი, როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლების კარნახით წარიმართა და თუ პირველ ნახევარში ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს სტუმრები, მეორე ნახევარში მარტო ერთი გუნდი უტევდა და "მერანელებმა" ექვსი გატანილი გოლის გარდა უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს პაატა ლურსამანაშვილის გუნდის კართან, რომელიც "ჩხერიმელას" მთავარი მწვრთნელი გახლავთ, ლურსმანაშვილი შარშან "მერანის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

 პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა შექმნეს, 21-ე წუთზე მუმლაძე ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, თუმცა მისი თავური დარტყმა ნახტომში მოიგერია "მერანის" გამოცდილმა კიპერმა.

 25-ე წუთზე კი ნოდარ კიკნაველიძემ საფუძველი დაუდო "მერანის" გამარჯვებას, ვასიკო კენჩხაძის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა კიკნაველიძემ შეასრულა ზუსტად 1-0.
37-ე წუთზე ჩიმაკაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა ორამდე, შეტევა ნიგერიელმა ახალწვეულმა ბენჟამენ ტეიდმა წამოიწყო, მან "ჩხერიმელას" მცველს აართვა ბურთი და ჯიქია მოძებნა, ჯიქიას პასის შემდეგ კი ჩიმაკაძემ გაისროლა, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხამ აისხლიტა.

 პირველ ნახევარში მაინც გაიტანეს მეორე გოლი მერანელებმა, ჯიქიას პასის შემდეგ აქტიურად ჩაერთო შეტევაში ხაბელაშვილი და პირველი გოლი გაიტანა თავისი ახალი გუნდის მაისურით 2-0.

 შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ მასპინძლები. მეორე ტაიმში, წინა მატჩის მსგავსად რამდენიმე ცვლილება განახორციელა ბადრი კვარაცხელიამ, შანსი მიეცათ ასევე სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს.

 66-ე წუთზე ჩიმაკაძის ჯერიც დადგა, "მერანის" ფორვარდმა "ჩხირიმელას" საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, ოდნავ შეიწია და უძლიერესი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა მეტოქე გუნდის კარში.
68-ე წუთზე ბექა ციკოლიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ სანტიმეტრებით აცდა ბურთი კიკნაძის კარს.

 მეხუთე გოლი გიორგი გეგიას აქტიურობას მოჰყვა, შეცვლაზე შემოსული "მერანის" მცველი ფლანგზე ადვილად გაცდა მეტოქეს, თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და საბოლოოდ "ჩხერიმელას" საჯარიმოში მყოფ დათა ციცხვაიას გაუკეთა საგოლე გადაცემა, დათა ციცხვაიამ კი უფრო სოლიდური გახადა ანგარიში 4-0.

 მატჩის მიწურულს ასევე შეცვლაზე შემოსულმა მიხეილ რუხაიამაც აუბა მხარი თანაგუნდელებს და ჯერ ხუთამდე გაზარდა ანგარიში, ცოტახანში კი მის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი "ჩხერიმელას" მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში 6-0 დაფიქსირდა.

 ჩვენი გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 25 იანვარს გამართავს. მეტოქე ვანის "სულორი" იქნება. ეს შეხვედრაც მარტვილში გაიმართება. 

22 იანვარი. 15:00. მარტვილი. ამხანაგური მატჩი

"მერანი" (მარტვილი) - "ჩხერიმელა" (ხარაგაული) 6-0 (2-0)

"მერანი": მამალაძე, მელიავა, გიორგაძე, ორბელაძე, კიკნაველიძე, ტეიდი, კენჩხაძე, ჯღამაია, ჯიქია, ხაბელაშვილი, ჩიმაკაძე.

შეცვლაზე შემოვიდნენ: სევოსტიანენკო, ციკოლია, ი. ციცხვაია, გეგია, ცარიელაშვილი, გაზდელიანი, შენგელია,  დ. ციცხვაია, რუხაია, ფაილოძე.

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

 

"ჩხერიმელა": მაქაცარია, ჩადუნელი, ჩხარტიშვილი, გაბუნია, ვეკუა, ბარბაქაძე, აშვეთია, სულაძე, გიორგაძე, სანიკიძე, მუმლაძე.

 

მთავარი მწვრთნელი: პაატა ლურსმანაშვილი

 

მთავარი მსაჯი: აბო მონიავა



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33