1 2 3 4 5
პრინციპული მატჩის წინ..

 ხვალ, მარტვილში, მ. ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საინტერესო მატჩი გაიმართება. მარტვილის "მერანი" საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" უმასპინძლებს.

 

 იმისთვის, რომ მარტვილელებმა ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას მიაღწიონ ბევრი მიზეზი აქვთ.. პირველი და უმთავრესი რა თქმა უნდა სატურნირო ცხრილია, სადაც ჩვენი გუნდი სამი ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ხვალ, თავის უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემთხვევაში, "მერანი" "ზუგდიდს" ერთი ქულით გადაასწრებს და საგრძნობლად გაიუმჯობესებს სატურნირო მდგომარეობას. ამასთან, ხვალინდელ მატჩში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ნავსს გატეხავს და პირველ შეხვედრას მოიგებს თავის ახალ გუნდთან ერთად, "მერანის" მთავარი დამრიგებელი ბადრი კვარაცხელია. მოკლედ "ზუგდიდთან" მატჩში სამი ქულის ასაღებად დიდი მოტივაცია აქვთ მასპინძლებს და დიდი ალბათობით უნდა შესძლონ დასახული ამოცანის შესრულება..

 

 "მერანმა" წინა ტურში დასანანი მარცხი იწვნია ლანჩხუთში, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ, არადა 88-ე წუთამდე 1-0 იგებდნენ მარტვილელები და თამაშითაც გამორჩეული იყო "მერანი" ჟინით და მონდომებით, თუმცა ორ წუთიან მონაკვეთში ჩავარდა გუნდი და საბოლოო ჯამში 1-2 დამარცხდა.

 

 რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, როგორც თავში ავღნიშნეთ "ზუგდიდი" და "მერანი" უშუალო კონკურენეტები არიან უმაღლეს ლიგაში დასარჩენად გაჩაღებულ ბრძოლაში, ისევე როგორც "მერანმა", ჩვენმა მეტოქემაც წააგო წინა ტურის შეხვედრა, ზუგდიდელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს "საბურთალოსგან" გოლი და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ სტუმრად თბილისში. "ზუგდიდს" ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება. სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ბულია დააკლდებათ.

 

 "მერანი" - "ზუგდიდის" მატჩი ხვალ, 28 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს! 

 

 მე-13 ტური კი დღეს "ლოკომოტივი" - "დინამო" ბთ -ის მატჩით განახლდება. სხვა შეხვედრები კი ხვალ და ზეგ გაიმართება.

 

მე-13 ტური
27 ნოემბერი
"ლოკომოტივი" - "დინამო" ბთ

 

28 ნოემბერი
"მერანი" - "ზუგდიდი"
"გურია" - "დინამო" თბ
"სამტრედია" - "კოლხეთი"
"შუქურა" - "ცხინვალი"
"ტორპედო" - "საპოვნელა"
"სიონი" - "ჩიხურა"

 

29 ნოემბერი
"საბურთალო" - "დილა"

 

პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 1 3
საბურთალო 2 1 3
არაგვი 1 3
გორი 1 1
სამგურალი 1 1
ბახმარო 1 1
კოლხეთი 1 1
მეშახტე 1 0
ბორჯომი 1 0
ბეთლემი 1 0