1 2 3 4 5
"ზუგდიდმა" მასპინძლობა "საბურთალოს" დაუთმო

    ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი, “ზუგდიდსა” და “საბურთალოს” შორის, რომელიც 21 ნოემბერს ზუგდიდში უნდა გამართულიყო, თბილისში შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას jako.fmავრცელებს.

 "ზუგდიდელებმა" დედაქალაქელებს, პირველ წრეში, მასპინძლობა დაუთმეს და ამ გუნდებს შორის, პირველი შეხვედრა “ბენდელას” სტადიონზე გაიმართება.

 

 “ზუგდიდმა” გასულ შაბათს, მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრა “სიონთან” 1:3 წააგო და 5 ქულით მე-15 ადგილზეა. რაც შეეხება “საბურთალოს”, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, საკუთარ მოედანზე “მერანი” დაამარცხა და 16 ქულით მე-9 პოზიციაზს იკავებს.

 

 ეროვნული ჩემპიონატის 12-ე ტურის მატჩები 21-22 ნოემბერს გაიმართება.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 8 20
არაგვი 8 14
ბახმარო 7 12
საბურთალო 2 7 12
სამგურალი 8 11
ბორჯომი 8 10
კოლხეთი 8 9
ბეთლემი 8 8
გორი 8 5
მეშახტე 6 4