1 2 3 4 5
"მერანს" ბადრი კვარაცხელია გაწრთვნის

 მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს. ბადრი კვარაცხელიამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ ლობასი შეცვალა. რომლის წასვლის შემდეგაც "მერანს" დროებით ადგილობრივი სპეციალისტი გალაკტიონ ჭუბაბრია თავკაცობდა.

 

 კვარაცხელიას, სხვადასხვა დროს ბოლნისის "სიონის" დუბლები, ბაქოს "სტანდარტი" და ცხინვალის "სპარტაკი" გაუწვრთნია, იყო აზერბაიჯანული "გაბალას" მეორე მწვრთნელიც.

 

 აქტიური ფეხბურთელობის ჟამს კი იცავდა "სქურის", თბილისის "დინამოს", თელავის "კახეთის", "რუსთავის", "აკადემიის", თბილისის "მერანის", "ქიაფაზისა" და "შამქირის" ღირსებას. აზერბაიჯანის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი.

 

 წარმატებები ვუსურვოთ ახალ მწვრთნელს "მერანთან" ერთად.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15