1 2 3 4 5
ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება!

 ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა დღეს მარტვილის "მერანმა" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში.

 განსაკუთრებული ჟინი, მონდომება და შემართება ჰქონდათ დღევანდელ მატჩში "მერანელებს". თამაშს ესწრებოდა გუნდის პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ბიჭებს გამარჯვება მიულოცა და გაამხნევა.

 პირველი ხიფათი კი მასპინძლებმა 34-ე წუთზე შექმნეს, როცა პაპადოპულოსმა ფლანგიდან ჩინებული გადაცემა გაუკეთა ხორგუაშვილს, ხორგუაშვილის დარტყმა ახლო მანძილიდან მცირედ არაზუსტი გამოდგა, გურულების საპასუხო იერიშის დროს კი თორნიკე ზარქუა იყო დამაჯერებელი, მან გამოსვლაზე სისწრაფეში აჯობა მეტოქეს და მუშტებით მოიგერია ბურთი.

 

42-ე წუთზე ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთმა აქტიურმა მოთამაშე ალექსანდროს პაპადოპულოსმა მაინც შესძლო თავისი გუნდის დაწინაურება, მართალია ბერძენს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან სწორედ მის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა ერეკლე კილაძემ საკუთარ კარში. 1-0. 

 დაწინაურების შემდეგაც არ შეუნელებია ტემპი "მერანს" და დაცვაში არ ჩამჯდარა, მე-60 წუთზე, ცოტა რომ გამართლებოდა დათა ციცხვაიას, კურიოზულ გოლსაც გაიტანდა დაუშვილის კარში, ციცხვაიამ დაინახა, რომ სტუმართა მეკარე გამოსული იყო კარიდან და მოედნის შუაგულიდან დაარტყა ძლიერ, მეკარეს კი გადაუგდო თავზე ბურთი, მაგრამ მცირე მანძილით ააცილა მიზანს.

 მეორე გოლი მაინც გაიტანა "მერანმა", შეცვლაზე შემოსულმა იმედა აშორტიამ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, გაისწორა და უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა "გურიას" კარში 2-0. მართლაც, რომ შესანიშნავად ითამაშა ამ ეპიზოდში აშორტიამ.

 სტუმრების მხრიდან ერთი გოლის გაქვითვა ვანო წილოსანს შეეძლო, თუმა ამ ეპიზოდშიც უშეცდომო იყო "მერანის" კიპერი, ზარქუამ თავგანწირულად ითამაშა და ახლო მანძილიდან არ გაატანინა მეტოქეს.

 საბოლოოდ, 2-0 მოიგო "მერანმა" და ამ გამარჯვებამ სამ ქულასთან ერთად, ფსიქოლოგიური წნეხი მოუხსნა გუნდს, ბიჭებმა საკუთარ თავში ძალები ირწმუნეს, მარტვილელ გულშემატკივარს კი დიდი სიხარული აჩუქეს. ამ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს გუნდის გამოცდილმა კიპერმა თორნიკე ზარქუამ, უშეცდომოდ მოთამაშე ფირუზ მარაქველიძემ, თორნიკე შალიკაშვილმა, ირაკლი ციცხვაიამ. გიორგი გეგიამ, გივი შალამბერიძემ, პავლე ხორგუაშვილმა, ლეგიონერმა ალექსანდროს პაპადოპულოსმა, რომელმაც გოლი და რამდენიმე კარგი კომბინაცია შექმნა, ლაშა ჯღამაიამ, დათა ციცხვაიამ, შოთა გვაზავამ, იმედა აშორტიამ, რომელმაც საუცხოო გოლი გაიტანა, ირაკლი გოგოლიძემ, მიხეილ რუხაიამ, მადლობა ამ ბიჭებს თავდადებისთვის და კარგი თამაშისთვის. სადებიუტო მატჩი მოიგო გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალობის შემსრულებელმა გალაქტიონ ჭუბაბრიამ.

 მატჩის ბოლოს "მერანელები" თავიან ერთგულ გულშემატკივრებთან მივიდნენ და ტაშით გააცილეს გუნდის მხურვალე მხარდაჭერისთვის. იმედია ეს გამარჯვება საწინდარი იქნება ეროვნულ ჩემპიონატში "მერანის" წარმატებული გამოსვლის. წარმატებები ჩვენს გუნდს.

26 სექტემბერი. 16:00. მარტვილი 

"მერანი" (მარტვილი) - "გურია" (ლანჩხუთი) 2-0

"მერანი": ზარქუა, მარაქველიძე, შალიკაშვილი, ი. ციცხვაია, გეგია, გვაზავა, შალამბერიძე, ხორგუაშვილი (აშორტია, 60), პაპადოპულოსი (გოგოლიძე, 90) , ჯღამაია, დ. ციცხვაია (რუხაია,87).

სათადარიგო: პაჭკორია, ფაილოძე, გაზდელიანი, სევოსტიანენკო.

"გურია": დაუშვილი, ხიზანეიშვილი, ქურდაძე, კილაძე, გულიაშილი, ბაქრაძე, ნოზაძე, მოსიაშვილი, ჯიქია, წილოსანი, მაისურაძე.

გოლები: კილაძე (საკ.კარში, 41), აშორტია (77)

გაფრთხილება: ი.ციცხვაია (17), ხიზანეიშვილი (30), დ.ციცხვაია (52)

მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31