1 2 3 4 5
დუბლების პირველი მარცხი

 დღევანდელ მატჩამდე "მერანის" სარეზერვო გუნდი დაუმარცხებელი იყო, "მერანელებს" ოთხი შეხვედრიდან ორი მოგება და ორი ფრე ჰქონდათ, თუმცა დღეს სტუმრად სამტრედიელ თანატოლებთან ძალიან უფერულად ითამაშა ჩვენმა დუბლშემადგენლობამ და შესაბამისად დიდი ანგარიშით 1-5 დავმარცხდით.

 

 პირველი ხიფათი კი "მერანმა" შექმნა მეტოქე გუნდის კართან, როცა იმედა აშორტიამ დაარტყა შორიდან მცირედ არაზუსტად, ცოტახანში გიგა წურწუმია შევიდა "სამტრედიელთა" საჯარიმოში კარგად, მაგრამ არც მისი დარტყმა გამოვიდა ზუსტი.

 

 ანგარიში 37-ე წუთზე ჯიქიძემ გახსნა შორეული დარტყმით, რასაც "მერანელების" მხრიდან წურწუმიას იერიში მოჰყვა, მისი დარტყმული ბურთი კარის ზედა ძელმა მოიგერია.

 

 45-ე წუთზე კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა "მერანის" კარში და მასპინძლები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

 

 მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში, ისევ კვარაცხელია მოექცა ყურადღების ცენტრში, "სამტრედიელთა" შემტევვი ამჯერად მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს თანაგუნდელებმა და მანაც დუბლი გაიფორმა 3-0.

 

 დუბლი შეასრულა ასევე "სამტრედიელთაგან" ახალაძემ, რომელიც მეორე ტაიმში შემოიყვანა მთავარმა მწვრთნელმა.

 

 "მერანელებმა" პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, ვაკო გოგოლიძის მიერ წამოწყებულ კარგ კომბიმაციაში თითქმის ყველა მერანელმა მიიღო მონაწილეობა და საბოლოოდ ბროლაძე გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, ბროლაძემ ტექნიკურად აუარა გვერდი მასპინძელთა კიპერს და გაიტანა 1-5.

 

 21 სექტემბერი. 16:00. სამტრედია

 

 "სამტრედია" (დუბლები) - "მერანი" (დუბლები) 5-1 (2-0)

 

 "მერანის" შემადგენლობა: დარციმელია, ფაილოძე, ჭინჭველაშვილი (ბერიშვილი,70), ხორგუაშვილი, ჩხეტია, გოგოლიძე, ციკოლია, გაზდელიანი (ჩუბითიძე,42), წურწუმია, აშორტია, ბროლაძე.

 

 სათადარიგო: ჯიშკარიანი, ბერიშვილი, ჩუბითიძე.

 

 მთავარი მწვრთნელი: გალაქტიონ ჭუბაბრია

 

 გოლები: ჯიქიძე (37), კვარაცხელია (45, 48), ახალაძე (65, 67), ბროლაძე (89)



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28