1 2 3 4 5
”მერანი” ”სიონთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

 

 გორში თ. ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის ”სიონის” და მარტვილის ”მერანის” მატჩი გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში მოგებას თუ არა ფრეს მაინც იმსახურებდნენ მარტვილელები, თუმცა მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, 33 -ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გოგობერიშვილის მიერ ჩამოწოდებული ბურთი ”სიონის” პორტუგალიელმა ლეგიონერმა ვიეირა მედინამ თავით გადაგზავნა ”მერანის” კარში.

 

 პირველი რეალური შანსი კი ჩვენი გუნდიდან საბა ლომიას ჰქონდა, ლომიამ მარცხენა ფლანგზე პაპუნა მოსემღვდლიშვილი დაჯაბნა სისწრაფეში და ბოლნისელთა საჯარიმოში შესულმა ზუსტად კი დაარტყა, მაგრამ ბათიაშვილი ადვილად დაეუფლა ბურთს.

 

 მეორე ტაიმში უფრო მეტი სიმწვავით შეუტია ”მერანმა” და საფეხბურთო ფორტუნას რომ არ ემტყუნა მარტვილელებისთვის, ნოდარ კიკნაველიძე გაათანაბრებდა ანგარიშს. კიკნაველიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ძალიან კარგად და კარის გვერდითა ძელმა იხსნა ”სიონი”.

 

 მანამდე დათა ციცხვაია დაემუქრა ”სიონის” კარს შორეული დარტყმით, მცირედ არაზუსტად. გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ გიგა წურწუმიას, რომელიც ახლო მანძილიდან ურტყამდა უძლიერესად, თუმცა ცნობილაძეს მოხვდა ბურთი და ხიფათიც განიმუხტა.

 

 მალტელი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მერანი მთელი გუნდით გადავიდა შეტევაში და დამატებით ბოლო წუთზე საბა ლომია გავიდა მეკარესთან პირისპირ, თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა ბათიაშვილმა თავგანწირვით ითამაშა დასწრებაზე და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

 

 მომდევნო ტურის შეხვედრას ”მერანი” 25 აპრილს გამართავს მარტვილში, მეტოქე ”ზესტაფონი” იქნება.

 

 სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

 

 18 აპრილი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

 

 მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე (კ) (ქაჯაია, 46), ციცხვაია, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია (გიგა წურწუმია, 56), ჯღამაია, საბა ლომია, შულაია, ფიფია (ციცხვაია, 46).

 

 სათადარიგოები: მამალაძე, ფონიავა, გეგეჭკორი, კუშნირი.

 

 მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი.

 

 სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე (კ), მოსემღვდლიშვილი, ცნობილაძე, დათო საჯაია (ჭიკაიძე, 80), დაჩი ფოფხაძე (გაფრინდაშვილი, 64), ცხადაია, გოგობერიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, დათა სიჭინავა (ჭანკოტაძე, 61), ვიეირა მედინა.

 

 მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

 

 გოლები: 1:0 ვიეირა მედინა (33)

 

 გაფრთხილება: ცხადაია (13), მოსემღდვლიშვილი (57), საბა ლომია (63), წურწუმია (72), ბათიაშვილი (90+3)

 

 მთავარი მსაჯი: მარილ აპაპი (მალტა)



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 18 44
არაგვი 18 35
ბახმარო 18 32
სამგურალი 18 26
საბურთალო 2 18 25
ბორჯომი 18 23
კოლხეთი 18 21
გორი 18 18
მეშახტე 18 15
ბეთლემი 18 15