1 2 3 4 5
”ზუგდიდთან” დუბლებიც დამარცხდნენ

 

19 მარტს ზუგდიდში ”ზუგდიდის” და ”მერანის” დუბლების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩის მე-26 წუთზე შორეული დარტყმით კოკა ქომეთიანმა გახსნა ანგარიში.

 

 ”მერანის” მხრიდან ბექა ციკოლიას ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა მისი დარტყმა მცირედ არაზუსტი გამოდგა. მასპინძლებს თამაშის მიწურულს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ორივე ეპიზოდში უშეცდომოდ ითამაშა ”მერანის” კარის დარაჯმა რომეო ტურავამ.

 

 საბოლოოდ მატჩი 1-0 დასრულდა ”ზუგდიდის” სასარგებლოდ.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28