1 2 3 4 5
ღირსეული ქულა ”ტორპედოსთან”

 დღეს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მარტვილის ”მერანი” ქუთაისის ”ტორპედოს” დაუპირისპირდა. ქუთათურები ამ მატჩამდე მათთვის უჩვეულო პოზიციაზე იყვნენ სატურნირო ცხრილში და მათ მიერ წინა ჩატარებული თამაშების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ”მერანელებს” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდათ.

 

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გასაგები მიზეზების გამო პაპუნა ფონიავა არ იყო. მაპისნძლებს კი დისკვალიფიცირებული იოსელიანი და ტუღუში დააკლდათ.

 

 ვლადიმერ ლობასმა თავიდანვე მეორე ნომრად სცადა თამაში და უფრო კონტრიერიშებზე შეეცადა მატჩის გამწვავებას, რაც საბოლოო ჯამში მართებული გამოვიდა. საწყისი 10 წუთი ”ტორპედო” სწრაფის გოლის გატანას შეეცადა და საკმაოდ მწვავედ შეუტია მოწინააღმდეგეს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყო ”მერანელთა” მეკარე ზურაბ მამალაძე და დაცვის ხაზი.

 

 პირველი ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, ჯერ საბანაძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა შეასრულა კლიმიაშვილმა, საპასუხო იერიშის დროს კი კიჭი მელიავამ ითამაშა კარგად ფლანგზე, მან ორი მეურვე ჩამოიტოვა და საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა ჯღამაიას თავური დარტყმა არზუსტი გამოდგა.

 

 14-ე წუთზე გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი ზურაბ მამალაძემ, არადა ჩიკვილაძის კარგი ჩაწოდების შემდეგ ჩვენ კიპერთან ახლოს მყოფ კვერნაძეს ისღა დარჩენოდა თავით გადაეგზავნა ბურთი კარში, თუმცა მერანელთა კარის დარაჯმა უშეცდომოდ ითამაშა.

 

 30-ე წუთზე გეგეჭკორის პასით საბა ლომია მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, ლომიამ მაინც შესძლო თავისი გოლის გატანა. პირველი ეპიზოდიდან სამ წუთში ჩინებულად ითამაშა საბა ლომიამ, მან მეტოქე გუნდის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ორ მცველს გაცდა ცრუ მოძრაობით, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიშიც გახსნა 0-1.

 

 პირველი ტაიმი თითქოს ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 44-ე წუთზე აკაკი შულაიას დიაგონალური გადაცემა ჩაჭრეს ”ტორპედოელებმა” და ”მერანელს” შეცდომა არ აპატიეს, კირკიტაძემ საჯარიმოში საბანაძე მოძებნა, საბანაძეს კი ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია 1-1.

 

 მეორე ტაიმში ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა,14-ე წუთზე კვერნაძეს არ გაატანინეს ”მერანელებმა”, მომდევნო ეპიზოდში კი ქიქავას იდეალური გადაცემის შემდეგ გეგეჭკორი დაემუქრა ”ტორპედოს” კარს, თუმცა საბოლოო შედეგი არ შეცვლილა.

 

 დღეს ჩვენს გუნდში დებიუტი ჰქონდა გოგა ფიფიას, ლობასმა ახალწვეული თამაში დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ჩართო და საკმაოდ აქტიურადაც შევიდა ”მერანელთა” 20 ნომერი. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ დღევანდელ მატჩში ყველა მარტვილელმა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, რაც დასაფასებელია. მართალია გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ სტუმრად ქუთაისში მოპოვებული ქულა დადებით შედეგად უნდა შეფასდეს.

 

 ”მერანი” თავის მომდევნო შეხვედრას 13 მარტს, მარტვილში, მ.ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს ბათუმის ”დინამოს” წინააღმდეგ. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იქნება, თუმცა ჩვენი გუნდის გვჯერა და იმედი გვაქვს, საკუთარ მოედანზე, თავის მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად გამარჯვებას მიაღწევს.

 

 5 მარტი. 15:00. ქუთაისის ცენტრალური სტადიონი

”ტორპედო” (ქუთაისი) - ”მერანი” მარტვილი 1-1 (1-1)

 

 ”მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ი. ციცხვაია, ქიქავა, წყაროზია,(ფიფია, 75) ჯღამაია, გეგეჭკორი, შულაია,(კიკნაველიძე,46) ლომია, (დ.ციცხვაია,62)

სათადარიგოები: ბეგაშვილი,დ. ციცხვაია, კუშნირი, წურწუმია, პეტავა, კიკნაველიძე, ფიფია.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

 

 ”ტორპედო”: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა,(ზივზივაძე,90+1), ჩიკვილაძე,(ბაბუნაშვილი, 46), საბანაძე, კლიმიაშვილი, კვარაცხელია, კირკიტაძე. ქიმაძე, ჭელიძე,კვერნაძე, (კვასხვაძე,71).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

 

 გოლები: ლომია (32), საბანაძე (45)

გაფრთხილება: ლომაშვილი (24), კვარაცხელია (27),  საბანაძე (37), ჯღამაია (50), წყაროზია (67)

მთავარი მსაჯი: ჯენერ ხორავა



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0