1 2 3 4 5
მომდევნო მეტოქე ”ტორპედოა”

 წარუმატებელი გახსნითი მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ”ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავს. განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩავლენ ხვალ ”მერანელები” ქუთაისში. გუნდს ამჯერადაც ვერ დაეხმარება ”მერანის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი პაპუნა ფონიავა (მამის გარდაცვალების გამო). დანარჩენი ფეხბურთელები მზადყოფნაში არიან. განაცხადშია ასევე გუნდის ახალწვეული გოგა ფიფია. ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება მარტვილელების დამაჯერებელი გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

 

ჩვენი მეტოქე 17 ქულით მისთვის უჩვეულო 13-ე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და მძიმე თამაში ელოდება ”მერანს” სტუმრად, მიუხედავად ამისა გვჯერა, რომ ბიჭები მაქსიმუმს დადებენ და ხვალინდელი გასვლითი შეხვედრა წარმატებული იქნება.
ვისაც შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს
”ტორპედო” -”მერანის” შეხვედრა ხვალ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0