1 2 3 4 5
მერანი გაზაფხულს სტადიონით, სასტუმროთი და ახალი ეკიპირებით ხვდება

  "მერანი" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდი ამჟამად მარტვილშია და ცენტრალურ სტადიონზე ახალდაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს.

ცნობილია, რომ კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს დავით ბოლქვაძე. მის გარდა, გუნდი ასევე დატოვეს დათა წულაიამ, თენგო ხარჩილაძემ და ბესიკ ჩიმაკაძემ.

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, გუნდს უკვე შეუერთდნენ ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელები - ირაკლი ციცხვაია, ვაჟა ქიქავა და მიხეილ ქაჯაია ("დინამო 2"), ხარაგაულის "ჩხერიმელადან" დავით პეტავა, ოზურგეთის "მერცხალიდან" ირაკლი მალაზონია და 18 წლის უკრაინელი ევგენი კუშნისი, რომელიც "ტავრიას" მეორე გუნდში თამაშობდა. 

აღსანიშნავია, ლანჩხუთის "გურიიდან" საბა ლომიას ტრანსფერი. ის წლების წინ "მერანში" უკვე თამაშობდა და საკმაოდ წარმატებითაც. კლუბთან ერთად ვარჯიშობსგიორგი ბეგაშვილიც, რომელიც გასულ წელს იჯარის წესით "სამტრედიაში" ასპარეზობდა.

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "მერანი" საკუთარ მოედანზე ორ შეხვედრას გამართავს - 23 იანვარს ფოთის "კოლხეთთან", ხოლო 29 იანვარს ზუგდიდის "ლაზიკასთან".

"მერანი" შეკრების მეორე ეტაპს 31 იანვარს, ანთალიაში დაიწყებს და 13 თებერვლამდე იქ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. მეტოქეთა ვინაობა ახლა ზუსტდება.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა გუნდის მწვრთნელმაშალვა ღონღაძემ

"ჩვენთან ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემაა. არ ვიცოდით, სად გვევარჯიშა და სად - გვეთამაშა. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა. სტადიონი უკვე მზადაა და უმაღლესი ლიგის მატჩებსაც შინ ჩავატარებთ. 

ამას გარდა, თებერვლის დასაწყისისთვის გვექნება კეთილმოწყობილი, კომფორტული სასტუმრო რაიონის ცენტრში. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ფეხბურთელებს "ჯომას" ფირმის ახალი ეკიპირება დაურიგდათ. 

რაც შეეხება სავარჯიშო პროცესს, ამ ეტაპზე ფეხბურთელები ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ძირითადი ბირთვი შეკრულია. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ერთი ან ორი ფეხბურთელი დავიმატოთ".


 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28