1 2 3 4 5
კახა ჩხეტიანის კომენტარი

   

      კახა ჩხეტიანი (მერანის მწვრთნელი):

მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, ზედიზედ 5 წაგების გამო და მადლობა ვუთხრა თანადგომისათვის. არ გეგონოთ, რომ პასუხისგებლობას გავურბოდე, პირიქით. წარუმატებლობის უამრავი მიზეზი არსებობს, გუნდში ახალი მოსული ვარ და შეიძლება ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე,როგორც საჭირო იყო. შეიძლება ფეხბურთელების დაყენებაში ან ტაქტიკურ მონახაზში დავუშვი შეცდომა. 

 


ამას გარდა, წარუმატებლობის მიზეზი ტრავმებიცაა. გუნდში, რომ მოვედი ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი დამტვრეული იყო. მას შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა. ერთხელაც ვერ მოვახერხე ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება. ფაქტობრივად, დუბლების ფეხბურთელებით გვიწევს თამაში. მართალია, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ გამოცდილება არ აქვთ.


მომავალ ტურს ტრამვის გამო გამოტოვებენ: ხუბუა, ლობჟანიძე, მელქაძე, კვანტალიანი. დისკვალიფიკაცია აქვთ: ბაბუნაშვილს, კუჭუხიძესა და ფონიავას. ამის მიუხედავად „ზუგდიდთან“ დადებითი შედეგის მისაღწევად გავალთ მინდორზე.


გპირდებით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებთ და ფეხბურთელებსაც დავიმატებთ. მიზეზგარეშე: უმაღლესში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.

 

 

 

პრესსამსახური


 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29