1 2 3 4 5
აკაკი შულაია - მომავლის ფეხბურთელი

      ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ტრადიციისამებრ, სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის მიმდინაზე სეზონში მეორედ მოხვდა 17 წლის აკაკი შულაია.


ყველაზე შედეგიანი მატჩი

განვლილი ტური ყველაზე შედეგიანი იყო და სეზონის დაწყებიდან ყველაზე შედეგიანი მატჩიც ვიხილეთ: "დინამო"-"მერანის" დაპირისპირებაში 6 გოლი გავიდა. 


ამასთან, "დინამომ" ამ ჩემპიონატში პირველად შეძლო 4 ბურთის გატანა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს ეს ფაქტი რატომაც არ უნდა ახარებდეს; თუმცა სტუმრებსაც ნუ დავუკარგავთ გარჯას - მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილმა "მერანმა" კვლავაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ფავორიტ მეტოქეს მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. 


"მერანს" საშინაო მატჩებში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს და ამ მართლაც სიმპათიურმა გუნდმა სტუმრადაც რომ დაიწყოს ქულების მოგროვება, მაშინ აღარავის უნდა გაუკვირდეს მარტვილელთა ზედა ექვსეულში მოხვედრა.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 34 79
სამგურალი 34 66
არაგვი 34 61
ბახმარო 34 51
საბურთალო 2 34 45
ბორჯომი 34 39
ბეთლემი 34 37
კოლხეთი 34 37
მეშახტე 34 35
გორი 34 33