1 2 3 4 5
პირველი საკონტროლო მატჩი

 

დღეს "მერანმა" საკონტროლო შეხვედრა გამართა- პირველლიგელი წყალტუბოს "სამგურალთან" და მეტოქე 4: 3 დაამარცხა. მერანელთაგან გოლები ფონიავამ, მელიავამ და აშორტიამ (2) გაიტანეს.


მარტვილელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ: შეროზია, ფარულავა, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, გეგია, ლობჟანიძე, კერძელაძე, მელქაძე, მელიავა, ფინიავა, კუჭუხიძე


შეცვლაზე შევიდნენ: მონიავა, ჯღამაია, ხუბუა, ქათამაძე, აშორტია, ციკოლია, ქუცურუა, შულაია, კრისი.


მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ახალწვეულს შოთა ბაბუნაშვილს, მას მიკრო ტრამვა აქვს. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 20 ივლისს გამართავს, ჯერჯერობით მოწინააღმდეგის ვინაობა უცნობია.


"მერანი" დამდეგი სეზონისათვის მარტვილში ემზადება, კვლავ ღიად რჩება მოედნის საფარის დაგების საკითხი. ახალწვეულების დამატების საკითხს რაც შეეხება, "მერანი" ალბათ, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით შეივსება.



პრესსამსახური

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31